სსიპ - კოლეჯი ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი″

კოლეჯის სიახლეები / შიდა ღონისძიებები

კალიგრაფიის მასტერკლასი

კალიგრაფიის მასტერკლასი

სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ გაიმართა კალიგრაფიის მასტერკლასი, რომელსაც პროფესიული განათლების მასწავლებელი ინგა ტორჩინავა უძღვებოდა.მასტერკლასის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ კალიგრაფიის ხელოვნების მნიშვნელობას, ქართული ანბანის უნიკალურობასა და ლამაზი ხელწერის კულტურას. პრაქტიკული მუშაობის პროცესში მათ შეისწავლეს კალიგრაფიის ძირითადი ტექნიკები და შექმნეს ინდივიდუალური კალიგრაფიული ნამუშევრები.ღონისძიების დასასრულს მოეწყო მონაწილეთა მიერ შესრულებული კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.კალიგრაფიის მასტერკლასი მონაწილეებისთვის საინტერესო და შემოქმედებითი გამოცდილება აღმოჩნდა, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართული დამწერლობის კულტურული და ესთეტიკური მნიშვნელობა.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!

სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ 2026 წლის 6 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით აცხადებს რეგისტაციას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:✅ბუღალტრული აღრიცხვა; ✅ კომპიუტერული ქსელი და სისტემები;✅ აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოს შესრულება;✅ მოდის ტექნოლოგია და დიზაინი;✅ გრაფიკული დიზაინი;✅ ინდუსტრიული დიზაინის შესრულება;✅ ადმინისტრაციული სერვისები. წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, საბაკალავრო პროგრამებთან ერთად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები აირჩიონ.რეგისტრაცია შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge 2026 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო ცვლები და შერჩევის მეთოდები იხილოთ ქვემოთ თანდართულ PDF ფაილში შენიშვნა: სასწავლო პროცესის დაწყება-დასრულების დრო შესაძლოა შეიცვალოს. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ კოლეჯის ადმინისტრაციას. სწავლება წარიმართება სალექციო განრიგის (ცხრილის) მიხედვით, რომელიც შედგენილია საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად. სწავლის დაწყებამდე სალექციო ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ კოლეჯში, ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას.არაქართულ ენაზე შერჩევის შემთხვევაში ამ პირთათვის საშუალო და უმაღლესი დონის პროგრამაზე სწავლება დაიწყება ქართული ენის მოდულებით „ქართული ენა A2“ და „ქართული ენა B1“. ინფორმაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებისა და სწავლების შესახებ შეიძლება მიიღოთ ვებ-მისამართზე profgldani.ge კოლეჯში ასევე მიმდინარეობს ონლაინ კონსულტაცია დამატებითი შეკითხვებისათვის მოგვწერეთ ან დარეკეთ კოლეჯის ცხელ ხაზზე: მის: ქ. თბილისი, გლდანი, ილია ვეკუას ქ. N44, მე-5 და მე-6 მ/რაიონებს შორის 2-140314, 2-140315

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!

სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ წლის 1 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით აცხადებს რეგისტაციას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლოპროგრამებზე:✅ ინფორმაციის ტექნოლოგია;✅ front-end დეველოპმენტი;✅ საფინანსო სერვისები;✅ მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება;✅ მსუბუქი ავტომობილის ძრავას შეკეთება;✅ მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება;✅ გათბობის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების მომსახურება (დუალური).რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე vet.emis.ge ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.2025 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზესასწავლო ცვლები და შერჩევის მეთოდები იხილოთ ქვემოთ თანდართულ PDF ფაილშიშენიშვნა: სასწავლო პროცესის დაწყება-დასრულების დრო შესაძლოა შეიცვალოს. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ კოლეჯის ადმინისტრაციას.სწავლება წარიმართება სალექციო განრიგის (ცხრილის) მიხედვით, რომელიც შედგენილია საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად. სწავლის დაწყებამდე სალექციო ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ კოლეჯში, ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას. არაქართულ ენაზე შერჩევის შემთხვევაში ამ პირთათვის საბაზო დონის პროგრამაზე სწავლება დაიწყება ქართული ენის მოდულით „ქართული ენა A2“, ხოლო საშუალო და უმაღლესი დონის პროგრამაზე - „ქართული ენა A2“ და „ქართული ენა B1“.ინფორმაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებისა და სწავლების შესახებ შეიძლება მიიღოთ ვებ-მისამართზე profgldani.geკოლეჯში ასევე მიმდინარეობს ონლაინ კონსულტაციადამატებითი შეკითხვებისათვის მოგვწერეთ ან დარეკეთ კოლეჯის ცხელ ხაზზე:მის: ქ. თბილისი, გლდანი, ილია ვეკუას ქ. N44, მე-5 და მე-6 მ/რაიონებს შორის2-140314, 2-140315

სტუდენტური ოლიმპიადა „ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერა“ – ნოდარ ქებურიამ საპრიზო ადგილი მოიპოვა

სტუდენტური ოლიმპიადა „ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერა“ – ნოდარ ქებურიამ საპრიზო ადგილი მოიპოვა

ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტმა, ნოდარ ქებურიამ, მიიღო მონაწილეობა სტუდენტურ ოლიმპიადაში „ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერა“, IT მხარდაჭერის სპეციალობის მიმართულებით, სადაც დაიკავა საპრიზო მესამე ადგილი.ოლიმპიადა ჩატარდა პროფესიული უნარების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, პროგრამის „ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში. ღონისძიების მიზანი იყო პროფესიული სტუდენტების პრაქტიკული უნარების გაძლიერება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა პროფესიული სასწავლებლიდან შერჩეული 150 სტუდენტი. ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდა და ეფუძნებოდა პრაქტიკულ დავალებებსა და უნარების დემონსტრირებას.კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ ულოცავს ნოდარ ქებურიას მიღწეულ წარმატებას და უსურვებს პროფესიულ წინსვლას და მომავალ წარმატებებს.ასევე მადლობას ვუხდით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მასწავლებელს, ბატონ ზვიად მამნიაშვილს, სტუდენტის მომზადებასა და მხარდაჭერაში შეტანილი წვლილისთვის.

გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი კონკურსზე „პროფესიული განათლება მოდის ინდუსტრიაში“

გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი კონკურსზე „პროფესიული განათლება მოდის ინდუსტრიაში“

სსიპ კოლეჯმა „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა“ ღირსეულად წარადგინა საკუთარი შემოქმედებითი ხედვა პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ კონკურსზე „პროფესიული განათლება მოდის ინდუსტრიაში“. კოლეჯის კონცეფცია „კლასიკური სიმფონია თანამედროვე მოტივებით“ შთაგონებული იყო კლასიკური მოდის მარადიული ელეგანტურობით და გამდიდრებული თანამედროვე ტრენდების სუფთა და მკვეთრი ხაზებით. შავი, თეთრი და წითელი ფერების ჰარმონია არა მხოლოდ ვიზუალურ ეფექტს ქმნიდა, არამედ კონცეფციის იდეის სიმტკიცესაც უსვამდა ხაზს.კონკურსი სტუდენტებისთვის იქცა არა მხოლოდ კრეატიულ გამოწვევად, არამედ პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან ეტაპად. ინტენსიური პრაქტიკული მუშაობის პროცესში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა ემუშავათ პედაგოგებთან, მენტორებთან და ინდუსტრიის წარმომადგენლებთან რეალურ პროფესიულ გარემოში.აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა წარმატებული საჯარო-კერძო პარტნიორობის ნათელი მაგალითია, რომელიც ადასტურებს, რომ ერთობლივი ძალისხმევა საშუალებას იძლევა საგანმანათლებლო სივრცე კიდევ უფრო გაღრმავდეს და ახალგაზრდებისთვის ინსპირირებული, რეალურ პრაქტიკაზე დაფუძნებული შესაძლებლობები შეიქმნას.განსაკუთრებული მადლობა სამუშაო ჯგუფის თითოეულ წევრს – სტუდენტებს, პედაგოგებსა და მენტორს, რომელთა ჩართულობით მოდის სცენაზე შეიქმნა უნიკალური სინთეზი, რომელიც სტილს, ნიჭსა და განათლებას აერთიანებდა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, საჯარო-კერძო პარტნიორობის განვითარების ფარგლებში, კოლეჯს გადაეცა სერტიფიკატი დარგობრივ კონკურსში მონაწილეობისთვის

„გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ მინი ფეხბურთის ტურნირი

„გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ მინი ფეხბურთის ტურნირი

სსიპ – კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ გაიმართა მინი ფეხბურთის შიდა ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროფესიული პროგრამის სტუდენტები. ტურნირის მიზანი იყო საუკეთესო მოთამაშეების გამოვლენა, რომლებიც კოლეჯის სახელით მიიღებენ მონაწილეობას კოლეჯებს შორის დაგეგმილ ჩემპიონატში. ღონისძიება გამოირჩეოდა სპორტული სულისკვეთებით, დინამიკური და საინტერესო თამაშებით. სტუდენტებმა გამოავლინეს მაღალი ტექნიკური უნარები, გუნდური თამაშის კარგი ორგანიზება და გამარჯვებისკენ მიმავალი დაუღალავი მონდომება. კოლეჯის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, ორგანიზატორებსა და გულშემატკივრებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ტურნირის წარმატებით ჩატარებაში.

College Dog
ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქუჩა, №44