„გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ მინი ფეხბურთის ტურნირი
სსიპ – კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ გაიმართა მინი ფეხბურთის შიდა ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროფესიული პროგრამის სტუდენტები.
ტურნირის მიზანი იყო საუკეთესო მოთამაშეების გამოვლენა, რომლებიც კოლეჯის სახელით მიიღებენ მონაწილეობას კოლეჯებს შორის დაგეგმილ ჩემპიონატში.
ღონისძიება გამოირჩეოდა სპორტული სულისკვეთებით, დინამიკური და საინტერესო თამაშებით. სტუდენტებმა გამოავლინეს მაღალი ტექნიკური უნარები, გუნდური თამაშის კარგი ორგანიზება და გამარჯვებისკენ მიმავალი დაუღალავი მონდომება.
კოლეჯის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, ორგანიზატორებსა და გულშემატკივრებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ტურნირის წარმატებით ჩატარებაში.