სსიპ - კოლეჯი ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი″

კოლეჯის სიახლეები / მედია

„თბილი სახლი“ და MES Georgia პროფესიული განათლების პარტნიორები

„თბილი სახლი“ და MES Georgia პროფესიული განათლების პარტნიორები

კომპანიები „თბილი სახლი“ და MES Georgia სამშენებლო სფეროს კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების პროცესში ერთვებიან – ინფორმაციას ავრცელებს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია.„პროგრამის ფარგლებში, რომელზე მიღებაც უკვე გამოცხადდა და 25 სექტემბრამდე გრძელდება, სტუდენტებს შეეძლებათ გათბობის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების მომსახურების შესწავლა. თეორიული სწავლება გაიმართება კოლეჯში „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“, ხოლო პრაქტიკული ნაწილი – კომპანიების საწარმოებში.პარტნიორობა შედგა მშენებლობისა და ინჟინერიის დუოს ძალისხმევით.„ჩვენ ვეცადეთ, აღნიშნული კოლაბორაციის ინიცირებით შეგვექმნა შესაძლებლობა, რომელიც სტუდენტებს მისცემს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებას. პარტნიორი კომპანიები – „თბილი სახლი“ და „მოდერნ ევროპიან სოლუშენ“, რომლებიც უკვე ფლობენ სასწავლო საწარმოს სტატუსს, უმასპინძლებენ შერჩეულ სტუდენტებს თავიანთ ობიექტებზე. ამგვარი თანამშრომლობა ქმნის პროფესიონალებს, რომლებიც მზად არიან რეალური სამუშაოსთვის და პასუხობენ ბაზრის მოთხოვნებს. იმედი გვაქვს, პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მაღალი კომპეტენციით შეხვდებიან შრომის ბაზრის გამოწვევებს“ – აცხადებს ლილე შალიკიანი, მშენებლობისა და ინჟინერიის დუოს და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის მენეჯერი.პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია 25 სექტემბრამდე, როგორც ონლაინ პლატფორმა vet.emis.ge-ს საშუალებით, ისე საქართველოს მასშტაბით, რესურსცენტრებსა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი სამშენებლო ინდუსტრიისათვის განსაკუთრებით აქტუალურია. სწორედ ამიტომ, მშენებლობისა და ინჟინერიის დუო ზრუნავს ამ დეფიციტის შემცირებაზე პროფესიული განათლების ხელშეწყობისა და სხვა აქტივობებით.“სტატიის სრული ვერსია შეგიძლია იხილოთ ბმულზე– გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი

„გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ რადიო „კომერსანტზე“

„გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ რადიო „კომერსანტზე“

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიული განათლების ნავიგატორი“ კოლეჯის დირექტორმა ნოდარ ხარაზიშვილმა და პროფესიულმა მასწავლებელმა ბექა კილასონიამ ისაუბრეს, თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ ახალგაზრდებსა და დაინტერესებულ პირებს.კოლეჯი ახორციელებს მრავალმხრივ სადიპლომო პროგრამებს: ბუღალტერია, ოფისის წარმოება, სამკერვალო, საინფორმაციო ტექნოლოგიები, გრაფიკული და ინდუსტრიული დიზაინი, ასევე ავტომობილების ტექნიკური მომსახურება.განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საფინანსო სერვისების პროგრამას, რომელიც სტუდენტებს საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორში სტაჟირების და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას აძლევს.როგორც ნოდარ ხარაზიშვილმა აღნიშნა, კოლეჯის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი ზოგ პროგრამაზე 64–70%-ს შეადგენს, ხოლო ცალკეულ მიმართულებებზე – 100%.სტატიის სრული ვერსია შეგიძლია იხილოთ ბმულზე– გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი

ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“

ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“

2020 წლიდან განათლების სისტემაში ამოქმედდა ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები, რომლებიც 9-კლასდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას ერთდროულად მიიღონ სრული ზოგადი განათლება და პროფესიული კვალიფიკაცია. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს გადაეცემა დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია საშუალო განათლების ატესტატთან.„გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ ამ ეტაპზე ხორციელდება 4 ინტეგრირებული პროგრამა:• გრაფიკული დიზაინი• ვებ ტექნოლოგიები• აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოები• კომპიუტერული ქსელები და სისტემებიროგორც კოლეჯის დირექტორი ნოდარ ხარაზიშვილი აღნიშნავს, პროგრამებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება – მაგალითად, მხოლოდ გრაფიკულ დიზაინზე 300-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.პროგრამის სავალდებულო ხანგრძლივობა მინიმუმ 3 წელია და მოიცავს როგორც სასკოლო საგნებს, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. პრაქტიკული დავალებების წყალობით, კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას უმაღლესში ან დასაქმდებიან ადგილობრივ კომპანიებში.ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია ანნა ყველაშვილი, რომელმაც მეორე კურსის შემდეგვე დაიწყო მუშაობა, ხოლო კოლეჯის დასრულების შემდეგ სწავლა უმაღლესში გააგრძელა.ინტეგრირებული პროგრამები მჭიდროდ უკავშირდება ბიზნესის საჭიროებებს – კომპანიები ჩართულნი არიან როგორც სასწავლო გეგმის შედგენაში, ისე პრაქტიკული სივრცეების მოწყობაში, რათა კურსდამთავრებულები რეალური მოთხოვნების შესაბამისი ცოდნით გავიდნენ შრომის ბაზარზე.სტატიის სრული ვერსია შეგიძლია იხილოთ ბმულზე– გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი

College Dog
ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქუჩა, №44