სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

პროფესიული გადამზადების მოკლევადიანი კურსი თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის

News Poster

პროფესიული გადამზადების მოკლევადიანი კურსი
თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის

პროგრამა ითვალისწინებს ქ. თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის პროფესიული უნარების
განვითარებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმების ხელშეწყობას.

ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

• ქ. თბილისში რეგისტრაცია;
• საბაზისო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
• მინიმალური ასაკი 18 წელი;
• გასაუბრება დარგის სპეციალისტთან.

შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ: სოციალურად დაუცველებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომის ვეტერანის ოჯახის წევრებს, მარჩენალდაკარგულებს, დედით ან მამით ობოლ პირებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს.

კოლეჯში მისაღებად საჭირო დოკუმენტები:

• წერილობითი განცხადება;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე;
• საბაზო საფეხურის/ სრული ზოგადი / უმაღლესი / პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი;
• უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.

სპეციალობაზე სწავლის ხანგრძლივობა არის 3 თვე. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს. სწავლა დაიწყება არაუგვიანეს 2020 წლის 7 სექტემბრისა, კვირაში 3-4 დღე, დღეში 3-5 საათი.

1. „ამზომველ-ტოპოგრაფი (აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოების შესრულება)“ – 117სთ.

პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

რეგისტრაციის ვადები: 2020 წლის 7 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით.

რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად, ასევე ადგილზე კოლეჯში.
მის: ქ. თბილისი, გლდანი, ილია ვეკუას ქუჩა, N44 (მე-5 და მე-6 მიკრორაიონებს შორის).
ტელ: 032 2-140-314; 2-140-315

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები