პროფესიული განათლების მასწავლებელთა III საერთაშორისო კონფერენცია
„პროფესიული განათლება თანამედროვე ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში“პროფესიული განათლების მასწავლებელთა III საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „პროფესიული განათლება თანამედროვე ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში“ ბათუმში გაიმართა.კონფერენციაში მონაწილეობდა სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „აზომვით - ტოპოგრაფიული სამუშაოს შესრულება“ ხელმძღვანელი და პროფესიული განათლების მასწავლებელი დავით სოლომნიშვილი.კონფერენციის მეორე სესიაზე - „პროფესიული განათლების მრავალფეროვნება: გამოცდილება, გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“ - დავით სოლომნიშვილმა წარადგინა მოხსენება თემაზე:„თანამედროვე გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება პრაქტიკაში, აეროფოტოგადაღება, ტოპოგრაფიული აგეგმვა და 3D მოდელირება“ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და კერძო კოლეჯების დირექტორები და პროფესიული განათლების მასწავლებლები, ასევე უცხოელი პედაგოგები, ექსპერტები და მოწვეული სტუმრები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და უნგრეთიდან.შეხვედრის მიზანს პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე გლობალური ტენდენციების, ინოვაციებისა და გამოწვევების განხილვა, საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების გაზიარება, პროფესიული კავშირებისა და თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენდა.