2026 წლის საშემოდგომო მიღებაზე ჩასარიცხად დოკუმენტების წარდგენის ვადა გახანგრძლივდა
სარეგიტრაციო სისტემაში vet.ge-ზე აპლიკანტის პირად პროფილში შეგიძლიათ მიუთითოთ კონკრეტული პროგრამა და იხილოთ რეიტინგული სიაში თქვენი ადგილი. აპლიკანტი, რომელიც რეიტინგულ სიაში მოხვდა, პირდაპირ მოდის კოლეჯში საბუთების წარმოსადგენად და ხელშეკრულების გასაფორმებლად. 2026 წლის საშემოდგომო მიღებაზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად აპლიკანტების მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა 2026 წლის 17 ნოემბრიდან 2026 წლის 30 ნოემბრის 14:00 საათამდე. გთხოვთ, არ გადააცილოთ დადგენილ ვადას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ან მობრძანდით მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქ. N44, გლდანი, მე-5 და მე-6 მ/რაიონებს შორის, ტელ: 2140314, 2140315