The project for the Strategic Development Plan (2026-2032) is being developed
კოლეჯის სტრატეგიული განვითარების გეგმის (2026-2032წწ.) პროექტის შემუშავების მიზნით კოლეჯში შექმნილია სამუშაო ჯგუფი. პროექტი მუშავდება გუნდურად, კოლეჯის თანამშრომლების, პროფესიული განათლების მასწავლებლების, პროფესიული სტუდენტების, კურსდამთავრებულების, პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირების აქტიური ჩართულობით.ის შესაბამისობაში უნდა იყოს კოლეჯის მისიაში გაცხადებულ მიზნებთან და ორიენტირებული უნდა იყოს მათ შესრულებაზე, უნდა გამომდინარეობდეს დაწესებულების ხედვიდან, აზუსტებდეს მას კონკრეტული მიზნებით. სტრატეგიული გეგმის შედგენისას ასევე გასათვალისწინებელია ქვეყნის/რეგიონის პრიორიტეტები და დაინტერესებული მხარეების მოლოდინი.ვინაიდან დაგეგმვის პროცესის ყველა კომპონენტი უნდა შემუშავდეს გუნდურად, ჩართულობით, რათა ყველას ჰქონდეს საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა და საბოლოო პროდუქტის მიმართ საკუთრების განცდა, სამუშაო ჯგუფი მზად არის სტრატეგიული განვითარების გეგმის (2026-2032წწ.) პროექტის შემუშავების მიზნით ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ პირთან, რომლებმაც შეიძლება მიმართონ კოლეჯის ადმინისტრაციას ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა.კოლეჯის ადმინისტრაცია