Cკალიგრაფიის მასტერკლასი
სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ გაიმართა კალიგრაფიის მასტერკლასი, რომელსაც პროფესიული განათლების მასწავლებელი ინგა ტორჩინავა უძღვებოდა.მასტერკლასის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ კალიგრაფიის ხელოვნების მნიშვნელობას, ქართული ანბანის უნიკალურობასა და ლამაზი ხელწერის კულტურას. პრაქტიკული მუშაობის პროცესში მათ შეისწავლეს კალიგრაფიის ძირითადი ტექნიკები და შექმნეს ინდივიდუალური კალიგრაფიული ნამუშევრები.ღონისძიების დასასრულს მოეწყო მონაწილეთა მიერ შესრულებული კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.კალიგრაფიის მასტერკლასი მონაწილეებისთვის საინტერესო და შემოქმედებითი გამოცდილება აღმოჩნდა, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართული დამწერლობის კულტურული და ესთეტიკური მნიშვნელობა.