ვაკანსია „მოქალაქეობა“ მასწავლებლის პოზიციაზე
სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“
აცხადებს ვაკანსიას საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ინტეგრირებული ზოგადი მოდულის, „მოქალაქეობა“ მასწავლებლის პოზიციაზე
სამუშაო დატვირთვა განისაზღვრება: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო გეგმისა და კოლეჯის შინაგანაწესის შესაბამისად;
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება: სსიპ - კოლეჯ ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ დირექტორის მიერ დამტკიცებული პროფესიული განათლების მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურების ტარიფის შესაბამისად;
სამუშაო ადგილი: სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“;
მის: ქ.თბილისი, გლდანი, ხიზანიშვილის ქუჩა (V და VI მ/რ შორის);
ვაკანტური ადგილის რაოდენობა: 1;
განაცხადების წარდგენის ვადა: 11.10.2019 – 20.10.2019.
მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:
• ზოგადი განათლების საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე საგნების - „ისტორია“ და „სამოქალაქო განათლება“ - სწავლების სამწლიანი გამოცდილება;
• საგნობრივი გამოცდით დადასტურებული ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის კვალიფიკაცია (თუკი საგნობრივი გამოცდა მხოლოდ ისტორიაშია ჩაბარებული, სავალდებულოა გადამზადება სამოქალაქო განათლებაში);
• ბაკალავრი სპეციალობით „ისტორია“ (მასწავლებლობის უფლებით - გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა/პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსი; სხვა შემთხვევაში, პედაგოგიური კურსის გავლა სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს) და გადამზადების კურსი სამოქალაქო განათლებაში;
• მაგისტრი სპეციალობით „ისტორია“ (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკასა და სამოქალაქო განათლებაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
• ისტორიის/სოციალურ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს).
მოვალეობები:
• პროფესიული სტუდენტების სწავლება მოდულით, „მოქალაქეობა“ განსაზღვრული თემატიკის შესაბამისად;
• კალენდარული გეგმის შედგენა სასწავლო გეგმის შესაბამისად;
• პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და განხორციელება;
• საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული სტუდენტებისთვის დამატებითი შეფასების განხორციელება;
• სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო მასალის მოდიფიცირება/აკომოდირება;
• კოლეჯის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა და სხვ.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
• CV;
• 2 ფოტო (3X4);
• პირადობის მოწმობის ასლი;
• განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• კვალიფიკაციის/შესაბამისი პროფილით მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• საგნობრივი გამოცდით დადასტურებული ისტორიის/სამოქალაქო განათლების მასწავლებლის კვალიფიკაციის არსებობის შემთხვევაში, დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• მასწავლებლობის უფლების მოპოვების 60 კრედიტიანი პროგრამის ან პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსის გავლის შემთხვევაში, დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• მოდულის, „მოქალაქეობა“ განხორციელების ხედვის/კონცეფციის წარმოდგენა.
კონკურსის ეტაპები:
• საბუთების გადარჩევა;
• გასაუბრება.
საკონკურსო განაცხადს თან ერთვის მოდულის, „მოქალაქეობა“ ელექტრონული (word) და გაიდის/გზამკვლევის (zip) ვერსიები.
საბუთების მიღება იწარმოებს შემდეგ ელ.მისამართებზე:
www.hr.gov.ge; profgldaniedu@gmail.com
სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“, მის: ქ.თბილისი, გლდანი, ხიზანიშვილის ქუჩა (V და VI მ/რ შორის).
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე: 2 14 03 14; 2 14 03 15; 570 503 001.
თარიღი: