სსიპ - კოლეჯი ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი″

კოლეჯის სიახლეები

სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება ქვეყნიდან მიგრაციის შესახებ

სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება ქვეყნიდან მიგრაციის შესახებ

2024 წლის 25 აპრილს, სსიპ - კოლეჯი "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში" ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა მიგრაციის თემაზე. ტრენინგი დაიგეგმა გაეროს მიგრაციის სააგენტოსთან შეთანხმებით. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი თემების განხილვა: უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში, თავშესაფრის მოთხოვნა ევროკავშირში / ბოლო მონაცემები/ტენდენციები, არალეგალური მიგრაციის რისკები / ტრეფიკინგი, სეზონური / ლეგალური დასაქმება საზღვარგარეთ და სხვა თემები. შეხვედრის მიზანი იყო პროფესიული სტუდენტებისთვის ცნობიერების ამაღლება ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებთან დაკავშირებით, რათა თავიდან აირიდონ უკანონო მიგრაცია, შრომითი ექსპლუატაციის რისკები, იცოდნენ პროცედურულად რას მოიცავს შენგენის ზონაში გამგზავრება და რა შემთხვევაში არის შესაძლებელი თავშესაფრის მოთხოვნა.

დედაენის დღე

დედაენის დღე

დედაენის დღის აღსანიშნავად, სსიპ - კოლეჯ "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში" ლიტერატურული შეჯიბრება და კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებით დაკომპლექტებული გუნდები. კონკურსში მონაწილეობდნენ არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებიც, რომელთაც მონაწილეობისთვის სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. შეჯიბრება ქართული ენის მოდულის განმახორციელებლის ნინო სირაძის ორგანიზატორობით მოეწყო, რისთვისაც კოლეჯი განსაკუთრებულ მადლობას უხდის მას. ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები. "1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა – ჩვენი თვითმყოფადობისა და იდენტობის საფუძველი" - აღნიშნა ნოდარ ხარაზიშვილმა და მოუწოდა პროფესიულ სტუდენტებს, დაიცვან ჩვენი თანამემამულეების თავდადებით შენარჩუნებული მშობლიურ ენა.

„გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ რადიო „კომერსანტზე“

„გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ რადიო „კომერსანტზე“

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიული განათლების ნავიგატორი“ კოლეჯის დირექტორმა ნოდარ ხარაზიშვილმა და პროფესიულმა მასწავლებელმა ბექა კილასონიამ ისაუბრეს, თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ ახალგაზრდებსა და დაინტერესებულ პირებს.კოლეჯი ახორციელებს მრავალმხრივ სადიპლომო პროგრამებს: ბუღალტერია, ოფისის წარმოება, სამკერვალო, საინფორმაციო ტექნოლოგიები, გრაფიკული და ინდუსტრიული დიზაინი, ასევე ავტომობილების ტექნიკური მომსახურება.განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საფინანსო სერვისების პროგრამას, რომელიც სტუდენტებს საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორში სტაჟირების და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას აძლევს.როგორც ნოდარ ხარაზიშვილმა აღნიშნა, კოლეჯის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი ზოგ პროგრამაზე 64–70%-ს შეადგენს, ხოლო ცალკეულ მიმართულებებზე – 100%.სტატიის სრული ვერსია შეგიძლია იხილოთ ბმულზე– გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი

„სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა" დააჯილდოვა სსიპ - კოლეჯი "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი"

„სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა" დააჯილდოვა სსიპ - კოლეჯი "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი"

7 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2024 წლის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მესამე დღე დაეთმო პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს და სისტემის განვითარების ტენდენციებს. აქვე, განიხილეს 2023 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2024 წლისთვის დაგეგმილი აქტივობები და პროფესიული განათლების რეფორმის სიახლეები. კონფერენციაზე გაზიარებული იქნა ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება პროფესიული განათლების საკითხებთან დაკავშირებით. საუკეთესო გამოცდილების ანალიზის შედეგად, სსიპ - კოლეჯ “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრს“ გადაეცა ჯილდო, ნომინაციაში “კარგი პრაქტიკის დანერგვის გზით პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობისათვის“ გამარჯვებისთვის. სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ მადლობას უხდის „სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ ურთიერთთანამშრომლობით გაწეული საქმიანობის დადებითად შეფასებისთვის.

თეგეტა მოტორსი

თეგეტა მოტორსი

სსიპ - კოლეჯი "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა" დღეს თეგეტა მოტორსის წარმომადგენლებს უმასპინძლა. თეგეტა მოტორსი არის საქართველოს უმსხვილესი კომპანიების ხუთეულში შემავალი ბიზნეს ჯგუფი და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი. კოლეჯი თავისი საქმიანობის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან. პარტნიორი კომპანიები აქტიურად არიან ჩართულები საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების (საწარმოო პრაქტიკის მიმდინარეობის), აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროგრამებში ცვლილების შეტანის პროცესში. თეგეტა მოტორსი კოლეჯის პარტნიორია 2012 წლიდან და მუდმივად ხდება ურთიერთთანამშრომლობა როგორც დასაქმების, ისე პროფესიული საგანამათლებლო და მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელების მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში, თეგეტა მოტორსისა და თეგეტა აკადემიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა, დეტალურად გაიცნეს ავტომობილის მიმართულების პროფესიული პროგრამების B და C გარემო, აღჭურვილობა, დაესწრნენ სასწავლო პროცესს და პირადად გაესაუბრნენ პროფესიულ სტუდენტებს. შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეთა შორის გამოიკვეთა თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა, დაიგეგმა დასაქმების ფორუმი, ერთობლივი პროექტების განხორციელება, ექსკურსია რეალურ სამუშაო სივრცეში და ა.შ. სსიპ - კოლეჯი "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი" მიესალმება კერძო სექტორის ინიციატივებს თანამშრომლობასთან დაკავშირებით და თვლის, რომ პროფესიულ განათლებაში ბიზნესის ჩართულობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მომავალში პროფესიული განათლების პოლიტიკის წარმართვაზე.

ჭადრაკის შიდა ჩემპიონატი

ჭადრაკის შიდა ჩემპიონატი

ექსტრაკურიკულური ღონისძიებების ფარგლებში, ჭადრაკის კლუბის ინიციატივით, სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ დღეს შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირი გაიმართა. პროფესესიული სტუდენტებთან ერთად, შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პროფესიული განათლების მასწავლებლებმა და მიმდინარე მოკლევადიანი პროგრამების მსმენელებმა. ჭადრაკის ჩემპიონატის გამარჯვებული ვებტექნოლოგიების პროფესიული სტუდენტი - ნუკრი მაკალათია გახდა, ხოლო შაშის გარდამავალი თასი, თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის საფუძველზე მიმდინარე მოკლევადიანი პროგრამის მსმენელებმა - სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა მოიპოვეს. კოლეჯის დირექტორისგან გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. კოლეჯი მადლობას უხდის მონაწილეებს ღონისძიებაში ჩართვისთვის და წარმატებებს უსურვებს მათ.

College Dog
ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქუჩა, №44