სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

აპლიკანტთა საყურადღებოდ!

News Poster

მადლობთ, რომ დარეგისტრირდით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“.

გაცნობებთ, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული რაოდენობრივი წიგნიერების, სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული მოტივაციური გასაუბრებისა და შემოქმედებითი ტურის თარიღის შესახებ ინფორმაცია ასახულია პორტალზე: vet.emis.ge

იმისთვის, რომ იხილოთ თქვენი საგამოცდო თარიღი, უნდა ეწვიოთ აღნიშნულ საიტს vet.emis.ge და გაიაროთ ავტორიზაცია პირადი ნომრისა და პაროლის მითითებით. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, თქვენს პროფაილზე ატვირთული იქნება საგამოცდო ბარათი სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული რაოდენობრივი წიგნიერების, კოლეჯის მიერ ორგანიზებული მოტივაციური გასაუბრებისა და შემოქმედებითი ტურის კონკრეტული თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზაციისას შეგექმნათ დაბრკოლება, მაგალითად ვერ იხსენებთ პაროლს, დახმარებისთვის დარეკეთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 2-200-220.
პროფესიული საგანმანათლებლო ტესტის ნიმუშების გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.

პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის წესი

დამატებით გაცნობებთ, რომ შერჩევებთან დაკავშირებით თქვენს პროფაილზე ინფორმაციის ასახვა ხდება ეტაპობრივად, ყველა აპლიკანტის ანგარიშზე იქნება ასახული სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული რაოდენობრივი წიგნიერების, კოლეჯის მიერ ორგანიზებული მოტივაციური გასაუბრებისა და შემოქმედებითი ტურის შესახებ ინფორმაცია.

კოლეჯის მიერ ორგანიზებული მოტივაციური გასაუბრებისა და შემოქმედებითი ტურის დაწყებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცია.

გისურვებთ წარმატებებს!

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები