აპლიკანტთა საყურადღებოდ!
მადლობთ, რომ დარეგისტრირდით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“.გაცნობებთ, სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული მოტივაციური გასაუბრების თარიღის შესახებ ინფორმაცია ასახულია პორტალზე:vet.emis.ge იმისთვის, რომ იხილოთ თქვენი საგამოცდო თარიღი, უნდა ეწვიოთ აღნიშნულ საიტს vet.emis.ge და გაიაროთ ავტორიზაცია პირადი ნომრისა და პაროლის მითითებით. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, თქვენს პროფაილზე ატვირთული იქნება საგამოცდო ბარათი კოლეჯის მიერ ორგანიზებულიმოტივაციური გასაუბრებისკონკრეტული თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზაციისას შეგექმნათ დაბრკოლება, მაგალითად ვერ იხსენებთ პაროლს, დახმარებისთვის დარეკეთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცხელ ხაზზე:2-200-220.პროფესიული საგანმანათლებლო ტესტის ნიმუშების გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის წესიდამატებით გაცნობებთ, რომ შერჩევებთან დაკავშირებით თქვენს პროფაილზე ინფორმაციის ასახვა ხდება ეტაპობრივად, ყველა აპლიკანტის ანგარიშზე იქნება ასახული კოლეჯის მიერ ორგანიზებული მოტივაციური გასაუბრების შესახებ ინფორმაცია.კოლეჯის მიერ ორგანიზებული მოტივაციური გასაუბრების დაწყებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცია.პროფესიები და გასაუბრების თარიღები იხილოთ ქვემოთ თანდართულ PDF ფაილში.გისურვებთ წარმატებებს!