2015 წლის 21 თებერვალს საზოგადოებრივ რადიოზე „102.4“ მიმდინარე რადიო გადაცემას „ისევ განათლების საკითხებზე“ სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი" სტუმრობდა.
გადაცემაში მოწვეულები იყვნენ კოლეჯის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ხარაზიშვილი, სასწავლო პროცესისა და სასწავლო პრაქტიკის მენეჯერი მანანა ნიაზაშვილი, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი ანა შენგელია და პროფესიული პროგრამა „ინფორმაციული ტექნოლოგის“ პედაგოგი აკაკი ფეიქრიშვილი. წამყვანი: ნინო დათუკიშვილი.
გადაცემაში ფართოდ მიმოიხილეს კოლეჯის საქმიანობა, აქ არსებული პროფესიული პროგრამები და სასწავლო პროცესი, პედაგოგიური კოლექტივი და სტუდენტების მიღწევები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთათვის შექმნილი გარემო, თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სიახლეები, თანამშრომლობა სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორთან, ბიზნესის ჩართულობა საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების სფეროში და ცენტრის სამომავლო გეგმები.
ასევე საუბარი შეეხო კოლეჯის საქმიანობას კურსდამთავრებულების შემდგომი დასაქმების კუთხით, პერსპექტივებსა და თანამშრომლობას პარტნიორ დამსაქმებლებთან, რომელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება.
მსმენელთა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ინფორმაციამ 2015 საგანმანათლებლო პროგრამებზე მიმდინარე რეგისტრაციის პროცესსა და პროფესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, 2015 წლის გაზაფხულის პროფესიულ ტესტირებაზე პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის. რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 10 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით. რეგისტრაციები მიმდინარეობს პროფესიულ კოლეჯებში, განათლების საინფორმაციო ცენტრებსა და რესურსცენტრებში.
გადაცემის მიმდინარეობისას ასევე გაჟღერდა ინფორმაცია კოლეჯის საგამოფენო დარბაზში ახალგაზრდა ქართველი მხატვრის, დათო კრაწაშვილის ნამუშევრების გამოფენის შესახებ, რომელიც მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 17 თებერვალს გაიხსნა და 1 მარტამდე გაგრძელდება. დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს მხატვრის ტილოებსა და გრაფიკულ ნამუშევრებს, მისი შემოქმედების სხვა მხარეებს.
გადაცემის მოსმენა შეიძლება შემდეგ მისამართზე:
თარიღი: 2015-02-23
თეიმურაზ მაღრაძე - პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე; ნონა ღუდუშაური - საზოგადოებრივი კოლეჯის " მერმისის " დირექტორი; ნოდარ ხარაზიშვილი - საზოგადოებრივი კოლეჯის " გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის" დირექტორი; მათე ტაკიძე - საზოგადოებრივი კოლეჯის " სპექტრის " დირექტორი. სატელეფონო ჩართვა: მაკა კურდღელია - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; ჯონი კვინიკაძე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი.
თარიღი: 2015-02-03
2014 წლის 5 აპრილს საზოგადოებრივ რადიოზე „102.4“ მიმდინარე რადიო გადაცემას "პროფესიული განათლება დასაქმებისთვის", რომელიც 8 აპრილს დაგეგმილ პროფესიული განათლების ფესტივალს მიეძღვნა, ერთ-ერთ სტუმრად ჩვენი კოლეჯის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ხარაზიშვილი სტუმრობდა. გადაცემაში ასევე მოწვეულები იყვნენ ნიკოლოზ მესხიშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი, გიორგი ბაბუნაშვილი - სს "ლიბერთი ბანკი" და გიორგი ტრაპაიძე - სს "ენერგო-პრო ჯორჯია". წამყვანი - ნინო დათუკიშვილი. საუბარი შეეხო 8 აპრილს, ფილარმონიაში დაგეგმილ პროფესიული განათლების ფესტივალს, საგანმანათლებლო პროგრამებზე მიმდინარე რეგისტრაციის პროცესს, სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ არსებულ პროფესიულ პროგრამებსა და სიახლეებს, ასევე კერძო სექტორის ჩართულობას საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების სფეროში და სამომავლო გეგმებს. გადაცემის მოსმენა შეიძლება შემდეგ მისამართზე: http://radio1.ge/media-view/15796
თარიღი: 2014-04-07