საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალციხეში წარმოადგინა მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა.
რაბათის ციხის ტერიტორიაზე მოეწყო საინფორმაციო და საგამოფენო სივრცეები, საბავშვო ზონა. წარმოდგენილი იყო:
✅ სახალისო არქეოლოგია
✅ სახალისო ასტრონომია
✅ მუზეუმი ღია ცის ქვეშ
✅ ანბანის სივრცე
პროფესიულმა კოლეჯებმა – „ოპიზარი“, „იკაროსი“, „განთიადი“, „ბლექსი“, „ახალი ტალღა“, „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი", „ლაკადა", „მერმისი", „აისი“, „მოდუსი“ და „ფაზისი“ წარმოადგინეს სტუდენტების ნამუშევრები, გამართეს პრეზენტაციები და მასტერკლასები. დამთვალიერებლებმა საკუთარი ძალები მოსინჯეს პროფესიებში:
⭐ კულინარია
⭐ ხის მხატვრული დამუშავება
⭐ სტილისტი
⭐ მკერავი
⭐ ბარმენი
⭐ მემინანქრე
⭐ თექის ოსტატი
⭐ პროგრამისტი
⭐ მეფილე
⭐ დურგალი
თარიღი: 2022.05.26
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
ნუნუ მიცკევიჩი: „დღეს სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს, რომელიც წელს მეათედ იმართება. განათლების საერთაშორისო გამოფენა აძლევს შესაძლებლობას მოსწავლეებს, აბიტურიენტებს და, ზოგადად, სწავლით დაინტერესებულ პირებს, ერთ სივრცეში გაეცნონ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების პროგრამებს. მინდა აღვნიშნო, რომ წელს გამოფენას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეუერთდა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუდენტებს.
მინდა განსაკუთრებულად გამოვყო ის საერთაშორისო პროგრამები, რომელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში. სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს გაზარდოს განათლების ხარისხი და იგი საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვოს.
უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა, რომელშიც 70-მდე საერთაშორისო თუ ადგილობრივი უნივერსიტეტი და პროფესიული სასწავლებელი მონაწილეობს, ექსპო-ჯორჯიაში 28-29 თებერვალს იმართება. გამოფენის სტუმრებს საშუალება აქვთ, ინფორმაცია მიიღონ საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, ასევე, სასტიპენდიო და გაცვლითი პროგრამების, ენის შემსწავლელი კურსების, ადგილობრივი და საერთაშორისო ცენტრების შესახებ. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად გამოფენაში გერმანიის, საფრანგეთის, უნგრეთის და სხვა ევროპული ქვეყნების სასწავლებლები მონაწილეობს.
აღსანიშნავია, რომ უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენაში პირველად მონაწილეობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ორი დღის განმავლობაში გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნება, მიიღონ დეტალური ინფორმაცია ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების შესახებ, ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებაში, ასევე, გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია უნივერსიტეტში მათთვის სასურველ პროგრამებზე.
უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება: ჩატარდება დასაქმების ფორუმი “EXPO JOB”, რომელზეც 70-ზე მეტი კომპანია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 700-ზე მეტ ვაკანსიას წარმოადგენს; შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები გამოცდების შესახებ პრეზენტაციას გამართავენ და ყველა დასმულ შეკითხვას უპასუხებენ; ასევე, მოეწყობა ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს აბიტურიენტებისა და სტუდენტების დახმარებას სამომავლო პროფესიის არჩევაში და სხვა.
თარიღი: 2022.02.28
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-9 საერთაშორისო გამოფენას ეწვია და სხვადასხვა სასწავლებლების სიახლეებსა და შეთავაზებულ პროგრამებს გაეცნო.
„საგანმანათლებლო გამოფენები უნიკალური შესაძლებლობაა აბიტურიენტებისთვის გაეცნონ უნივერსიტეტების პროგრამებს და მიიღონ მეტი ინფორმაცია, რომელიც მათ მომავალი პროფესიის არჩევაში დაეხმარება. ასევე კარგი საშუალებაა, უნივერსიტეტებისთვის და პროფესიული სასწავლებლებისთვის საუკეთესოდ წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები“-განაცხადა მინისტრმა.
განათლების საერთაშორისო გამოფენა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და მასში 12 ქვეყნის 100-მდე მონაწილეა წარმოდგენილი.
თარიღი: 2019.02.13
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით თხუთმეტ ლოკაციაზე, პროფესიული განათლების რეგიონული ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში, ღია ცის ქვეშ საგამოფენო სივრცეები მოეწყო, სადაც მისულ დამთვალიერებლებს სტუდენტების ნამუშევრების ხილვა და პროფესიულ პროგრამებზე ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეეძლოთ.
თარიღი: 2018.04.19
30 სექტემბერს, პანკისის ხეობაში „პანკისობა 2017“ გაიმართება. სოფელ დუისისსპორტულ მოედანზე 12:00-დან 18:00 საათამდე სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები ჩატარდება. დაგეგმილია დოღი, ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი და კონცერტი „ერისიონის“ და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.
„პანკისობა 2017“-ის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომოაწყობს პროფესიული სასწავლებლის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენას: კოქტეილები; მზარეული-კონდიტერი / ქარვინგის ფიგურები; თექის ნამუშევრების გამოფენა; დურგალი, ჩურჩხლის ამოვლება; წყალზე ხატვა; 3D ნახატები; სამეცნიერო პიკნიკი; თაბაშირის ფიგურები დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად.
თარიღი: 2017.09.30
პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიის ორგანიზებითა და ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დაფინანსებით, პროფესიული განათლების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საქართველოს მასშტაბით არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და სისტემაში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციები
თარიღი: 2017.04.04
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ფესტივალი - „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“ მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში, ერთ სივრცეში წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები, რომელთაც წარმოდგენილი აქვთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამები, სტენდები, რომელიც გაფორმებულია პროფესიული სტუდენტების ნამუშევრებით, აქვე წარმოდგენილია პრაქტიკის განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულებები. ღონისძიების მსვლელობისას, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა მოისმინოს პრეზენტაციები პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების შესახებ, დაუსვას კონკრეტული შეკითხვები დაწესებულებების წარმომადგენლებს, გაეცნოს პროგრამის ხანგძლივობას, სწავლების მეთოდოლოგიას, პრაქტიკული კომპონენტების განმახორციელებელ დაწესებულებებს, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებს და ა.შ. ამასთან, მოსინჯოს ტესტირების ნიმუშები, მიიღოს დეტალური ინფორმაცია მის მიერ შერჩეული პროფესიული პროგრამის შესაბამისი ტესტირების ტიპების შესახებ და დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ პროფესიულ პროგრამაზე შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილია დასაქმების ხელშემწყობი კომპანიები, რომელთა წარმომადგენლები ფესტივალის სტუმრებს აცნობენ შრომის ბაზრის ტენდენციებს და უტარებენ მასტერკლასს CV-ის მომზადების შესახებ. ფესტივალის მიმდინარეობისას იმართება წამახალისებელი თემატური შეჯირებები, გათამაშებები და სხვა სიურპრიზები, რომელსაც ფესტივალის სპონსორი სს „ლიბერთი ბანკი“ და სხვა ბიზნეს ორგანიზაციები წარუდგენენ ღონისძიების მონაწილეებს. ფეტსივალი ერთდღიანია და წელს მეორედ იმართება. ფესტივალს მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე გაეცნენ.
თარიღი: 2014.08.04