სსიპ - კოლეჯი ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი″

კოლეჯის სიახლეები

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!

სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“2026 წლის 11 მაისიდან 29 მაისის ჩათვლითაცხადებს რეგისტრაციას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:✅ ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა✅ საფინანსო სერვისები✅ გრაფიკული დიზაინი (ინტეგრირებული)რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე vet.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქციები: https://vet.ge/article/732026 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზესასწავლო ცვლები და შერჩევის მეთოდები იხილეთ ქვემოთ თანდართულ PDF-ფაილშიშენიშვნა: სასწავლო პროცესის დაწყება-დასრულების დრო შესაძლოა შეიცვალოს. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ კოლეჯის ადმინისტრაციას.სწავლება წარიმართება სალექციო განრიგის (ცხრილის) მიხედვით, რომელიც შედგენილია საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად. სწავლის დაწყებამდე სალექციო ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ კოლეჯში, ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას.არაქართულ ენაზე შერჩევის შემთხვევაშიამ პირთათვის საბაზო დონის პროგრამაზე სწავლება დაიწყება ქართული ენის მოდულით „ქართული ენა A2“, ხოლო საშუალო დონის პროგრამაზე — „ქართული ენა A2“ + „ქართული ენა B1“.ინფორმაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებისა და სწავლების შესახებ შეიძლება მიიღოთ ვებ-მისამართზე profgldani.geკოლეჯში ასევე მიმდინარეობს ონლაინ კონსულტაციადამატებითი შეკითხვებისათვის მოგვწერეთ ან დარეკეთ კოლეჯის ცხელ ხაზზე:მის: ქ. თბილისი, გლდანი, ილია ვეკუას ქ. №44, მე-5 და მე-6 მ/რაიონებს შორის2-140314, 2-140315

სასტიპენდიო პროგრამა ჩინეთში: საერთაშორისო შესაძლებლობა სსიპ -კოლეჯი ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის″ სტუდენტებისთვის

სასტიპენდიო პროგრამა ჩინეთში: საერთაშორისო შესაძლებლობა სსიპ -კოლეჯი ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის″ სტუდენტებისთვის

2026 წლის თებერვალში2026 წლის თებერვალში სსიპ- კოლეჯში, ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი″და ჩინეთის რესპუბლიკის ნანჩონ(გ)ის პროფესიული და ტექნიკური კოლეჯის წარმომადგენლობა შეთანხმდნენ ურთიერთანამშრომლობაზე.ნანჩონ(გ)ის პროფესიული და ტექნიკური კოლეჯი არის სახელმწიფო პროფესიული სასწავლებელი, რომელსაც მინიჭებული აქვს„საუკეთესო კოლეჯის“ სტატუსი ჩინეთის განათლების სამინისტროს მიერ პროფესიული კოლეჯების კადრების მომზადების შეფასების ფარგლებში.თანამშრომლობის ფარგლებში:გაიხსნა ათი დაფინანსებული სასტიპენდიო ადგილი ოთხ პროფესიულ პროგრამაზე:• კომპიუტერული ტექნოლოგიები• ინდუსტრიული რობოტიკა• ტურიზმის მენეჯმენტი• ვეტერინარია და მეცხოველეობასტუდენტების მისაღები ასაკი: 18-25 წელიპროგრამები არ მოითხოვს ჩინური ენის ცოდნას, თუმცა სასურველია სტუდენტი ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ B1 დონეზე.პროფესიული პროგრამის ხანგრძლივობა: 3 წელიპირველი წელი - ჩინური ენის კურსები,მეორე და მესამე წელი - პროფესიული სწავლება.სწავლა დაიწყება 2026 წლის შემოდგომის სემესტრში.კონკურსის ფარგლებში უპირატესობა მიენიჭება პროფესიულ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ან სწავლობდნენ სსიპ - კოლეჯში “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში.”მნიშვნელოვანი ვადები:პირველადი რეგისტრაცია: 1-10 მაისირეგისტრაციის ბმული:https://shorturl.at/3kJ4Vყველა საბუთის გამოგზავნის ბოლო ვადა: 12 მაისიპროფესიული კოლეჯის პრეზენტაცია იხილეთ ქვემოთ თანდართულ PDF ფაილში*კონკურსის დეტალური ინფორმაციისთვის და კონსულტაციისთვის დაუკავშირდით:www.profgldani.ge ან პროგრამის კოორდინატორს საქართველოში:ნინო გელანტია (ტელ: +995598703807)

ინფორმაცია 2026 წელს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი“ დარეგისტრირებულთათვის

ინფორმაცია 2026 წელს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი“ დარეგისტრირებულთათვის

მოკლევადიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებული ბენეფიციარებისათვის კოლეჯში გაიმართება შერჩევა-გასაუბრება. მსმენელთა შერჩევა განხორციელდება გასაუბრების ფორმატში, რომელსაც ჩაატარებენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები. გასაუბრების მიზანია კანდიდატების მოტივაციის, ცოდნისა და პროგრამაში მონაწილეობის მზაობის შეფასება.2026 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო ცვლები და შერჩევის მეთოდები იხილოთ ქვემოთ თანდართულ PDF ფაილში

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!

სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ 2026 წლის 6 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით აცხადებს რეგისტაციას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:✅ბუღალტრული აღრიცხვა; ✅ კომპიუტერული ქსელი და სისტემები;✅ აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოს შესრულება;✅ მოდის ტექნოლოგია და დიზაინი;✅ გრაფიკული დიზაინი;✅ ინდუსტრიული დიზაინის შესრულება;✅ ადმინისტრაციული სერვისები. წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, საბაკალავრო პროგრამებთან ერთად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები აირჩიონ.რეგისტრაცია შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge 2026 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო ცვლები და შერჩევის მეთოდები იხილოთ ქვემოთ თანდართულ PDF ფაილში შენიშვნა: სასწავლო პროცესის დაწყება-დასრულების დრო შესაძლოა შეიცვალოს. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ კოლეჯის ადმინისტრაციას. სწავლება წარიმართება სალექციო განრიგის (ცხრილის) მიხედვით, რომელიც შედგენილია საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად. სწავლის დაწყებამდე სალექციო ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ კოლეჯში, ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას.არაქართულ ენაზე შერჩევის შემთხვევაში ამ პირთათვის საშუალო და უმაღლესი დონის პროგრამაზე სწავლება დაიწყება ქართული ენის მოდულებით „ქართული ენა A2“ და „ქართული ენა B1“. ინფორმაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებისა და სწავლების შესახებ შეიძლება მიიღოთ ვებ-მისამართზე profgldani.ge კოლეჯში ასევე მიმდინარეობს ონლაინ კონსულტაცია დამატებითი შეკითხვებისათვის მოგვწერეთ ან დარეკეთ კოლეჯის ცხელ ხაზზე: მის: ქ. თბილისი, გლდანი, ილია ვეკუას ქ. N44, მე-5 და მე-6 მ/რაიონებს შორის 2-140314, 2-140315

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო-ს გამარჯვებული — შორენა შონიას წარმატების გზა

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო-ს გამარჯვებული — შორენა შონიას წარმატების გზა

„გზა, რომელმაც აქამდე მომიყვანა მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ შრომას ფასი აქვს და რაიმეს შექმნისთვის დახარჯული ენერგია არც ერთ შემთხვევაში არ დაიკარგება ფუჭად. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სირთულის გადალახვა მომიწია, რამაც გარკვეული უნარ-ჩვევები გამომიმუშავა და არასდროს მიფიქრია, რომ გარემოებებს შეუძლიათ ადამიანის შესაძლებლობების შეზღუდვა“ – ამ სიტყვებით ვიწყებთ ინტერვიუს წლევანდელი „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებულ სტუდენტთან, შორენა შონიასთან.სტატიის სრული ვერსია შეგიძლია იხილოთ ბმულზე – გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი

სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ სისხლის დონაციის აქცია გაიმართა

სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ სისხლის დონაციის აქცია გაიმართა

სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ სისხლის დონაციის აქცია გაიმართა, რომელშიც კოლეჯის სტუდენტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ღონისძიება განხორციელდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხარდაჭერისა და ჰუმანური ღირებულებების ხელშეწყობის მიზნით. აქციის ფარგლებში მონაწილეებმა საკუთარი სურვილით გაიღეს სისხლი, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში. აღნიშნული ინიციატივა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კოლეჯის სოციალურ პასუხისმგებლობასა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობისადმი მის აქტიურ ჩართულობას. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, თანაგრძნობისა და სოლიდარობის კულტურის განმტკიცებას. სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ მადლობას უხდის ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის.

College Dog
ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქუჩა, №44