ინფორმაცია 2026 წელს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი“ დარეგისტრირებულთათვის
მოკლევადიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებული ბენეფიციარებისათვის კოლეჯში გაიმართება შერჩევა-გასაუბრება. მსმენელთა შერჩევა განხორციელდება გასაუბრების ფორმატში, რომელსაც ჩაატარებენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები. გასაუბრების მიზანია კანდიდატების მოტივაციის, ცოდნისა და პროგრამაში მონაწილეობის მზაობის შეფასება.პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:✅ რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.✅ მინიმალური ასაკი - არანაკლებ 16 წელი.✅ მოქალაქეობა - საქართველო.პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:✅ დოკუმენტაციის გადარჩევა.✅ გასაუბრება.კონკურსის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ: სოციალურად დაუცველებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს, შეზღუდული შესაძლებლობის პირებს.შერჩევის გავლის შემდეგ სასწავლო პროგრამებზე ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტებია:✅ წერილობითი განცხადება;✅ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;✅ 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე;✅ საბაზო საფეხურის ან სრული ზოგადი ან პროფესიული/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი (არსებობის შემთხვევაში);✅ უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);✅ თბილისში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი).პროგრამების ჩამონათვალი და შერჩევის თარიღებიიხილეთ ქვემოთ თანდართულ PDF-ფაილში.მის: თბილისი, გლდანი, მე-5 და მე-6 მკ/რ შორის, ილია ვეკუას ქუჩა, №44ტელ: 032-2140314, 032-2140315