(2026 წლის 11 ნოემბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით)თუ დარეგისტრირდით 2026 წლის შემოდგომის მიღებაზე და გაიარეთ მოტივაციური გასაუბრება/შემოქმედებითი ტური კოლეჯში, სარეგისტრაციო სისტემაში vet.ge-ზე აპლიკანტის პირად პროფაილში შეგიძლიათ მიუთითოთ კონკრეტული პროგრამა და იხილოთ რეიტინგულ სიაში თქვენი ადგილი.აპლიკანტებს სარეგისტრაციო სისტემაში (vet.ge) ავტორიზაციის შემდგომ აქვთ წვდომა შედეგებზე, სადაც მოცემულია მათ მიერ არჩეული პროგრამა/პროგრამები, რეიტინგული ქულა, ადგილი რეიტინგულ სიაში და ა.შ.ყველა აპლიკანტი, ვინც მოხვდა რეიტინგულ სიაში, აუცილებელია გააკეთოს საბოლოო არჩევანი,2026 წლის 11 ნოემბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.✅ საბოლოო არჩევანის გაკეთება არაა სავალდებულო იმ აპლიკანტებისთვის, ვისაც მხოლოდ ერთი პროგრამა აქვს არჩეული, ან მხოლოდ ერთ პროგრამაზე აქვთ შედეგი.✅ არჩევანის გაკეთება სავალდებულოა იმ აპლიკანტებისთვის, ვისაც ერთზე მეტი პროგრამა აქვს არჩეული.1. თუ აპლიკანტს რეგისტრაციისას რამდენიმე პროგრამა აქვს არჩეული, აპლიკანტთა შერჩევის, რეიტინგული სიების ფორმირების, შედეგების ასახვის დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით, ინფორმაციის აპლიკანტისთვის ხელმისაწვდომობის შემდეგ, სარეგისტრაციო სისტემაში ირჩევს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული იმ პროგრამებიდან ერთ-ერთს, რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება. არჩევის ვადა – 11.11.2026 – 13.11.2026.2. არჩეულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის აპლიკანტი კოლეჯის მიერ განსაზღვრულ დოკუმენტებს კოლეჯში წარადგენს დადგენილ ვადაში – 16.11.2026 – 27.11.2026.2026 წელს შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხულთათვისსწავლის დაწყების თარიღია2026 წლის 1 დეკემბერიდამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ან მობრძანდით მისამართზე:ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქ. N44, გლდანი, მე-5 და მე-6 მ/რაიონებს შორისტელ: 2140314, 2140315