სსიპ - კოლეჯი ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი″

კოლეჯის სიახლეები

ინფორმაცია ახალჩარიცხული სტუდენტებისათვის

ინფორმაცია ახალჩარიცხული სტუდენტებისათვის

2025 წელს შემოდგომის მიღებაზე სსიპ -კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის სწავლის დაწყების თარიღია 2025 წლის 25 ნოემბერი იმ პროფესიული სტუდენტებისათვის, რომლებმაც სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს არაქართულ ენაზე ტესტირების გზით, სწავლა დაიწყება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი ქართული ენის მოდულით „ქართული ენა A2“ სასწავლო კვირაში სწავლება წარიმართება სალექციო განრიგის (ცხრილის) მიხედვით. სალექციო ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ კოლეჯში, ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას. კოლეჯის ადმინისტრაცია

2025 წელს შემოდგომის მიღებაზე ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა და ვადები

2025 წელს შემოდგომის მიღებაზე ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა და ვადები

სარეგიტრაციო სისტემაში vet.emis.ge-ზე აპლიკანტის პირად პროფილში შეგიძლიათ მიუთითოთ კონკრეტული პროგრამა და იხილოთ რეიტინგული სიაში თქვენი ადგილი. აპლიკანტი, რომელიც რეიტინგულ სიაში მოხვდა, პირდაპირ მოდის კოლეჯში საბუთების წარმოსადგენად და ხელშეკრულების გასაფორმებლად. 📌 დოკუმენტების ნუსხა და ვადები იხილეთ ქვემოთ თანდართულ PDF ფაილში.

2025 წლის შემოდგომის მიღებაზე სასურველი პროგრამის შერჩევა

2025 წლის შემოდგომის მიღებაზე სასურველი პროგრამის შერჩევა

თუ დარეგისტრირდით წლის შემოდგომის მიღებაზე და გაირეთ მოტივაციური გასაუბრება კოლეჯში, სარეგიტრაციო სისტემაში vet.emis.ge-ზე აპლიკანტის პირად პროფაილში შეგიძლიათ მიუთითოთ კონკრეტული პროგრამა და იხილოთ რეიტინგული სიაში თქვენი ადგილი. აპლიკანტებს სარეგისტრაციო სისტემაში (vet.emis.ge) ავტორიზაციის შემდგომ აქვთ წვდომა შედეგებზე, სადაც მოცემულია მათ მიერ არჩეული პროგრამა/პროგრამები, რეიტინგული ქულა, ადგილი რეიტინგულ სიაში და ა.შ რეიტინგული სიების შედეგები, საბოლოო არჩევანის და დოკუმენტების წარდგენის ვადები იხილოთ ქვემოთ თანდართულ PDF ფაილში.სწავლის დაწყება: 2025 წლის 25 ნოემბერი გისურვებთ წარმატებებს!

უნგრეთის დელეგაციის ვიზიტი კოლეჯში

უნგრეთის დელეგაციის ვიზიტი კოლეჯში

სსიპ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრს“ ეწვივნენ უნგრეთის Kaposvár Vocational Training Centre-ის წარმომადგენლები. სტუმრებს შორის იყო ცენტრის გენერალური დირექტორი და პროფესიული უნარების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი.🎯 ვიზიტის ფარგლებში კოლეჯის დირექტორმა სტუმრებს გააცნო სასწავლო დაწესებულება. მათ დაათვალიერეს აუდიტორიები, სახელოსნოები და ფაბლაბის ლაბორატორია, სადაც დეტალურად გაეცნენ კოლეჯის ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროცესს.აღნიშნულის შემდეგ გაიმართა კოლეჯის არსებული საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია, რომელსაც უძღვებოდა პროფესიული მასწავლებელი მარიამ ბებრიშვილი. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, რაც მხარეებს საშუალებას აძლევდა გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვისთვის.სსიპ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ მადლობას უხდის სტუმრებს გამოჩენილი ინტერესისა და ნაყოფიერი შეხვედრისთვის. კოლეჯი აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

მიმდინარეობს სტრატეგიული განვითარების გეგმის (2026-2032წწ.) პროექტის შემუშავება

მიმდინარეობს სტრატეგიული განვითარების გეგმის (2026-2032წწ.) პროექტის შემუშავება

კოლეჯის სტრატეგიული განვითარების გეგმის (2026-2032წწ.) პროექტის შემუშავების მიზნით კოლეჯში შექმნილია სამუშაო ჯგუფი. პროექტი მუშავდება გუნდურად, კოლეჯის თანამშრომლების, პროფესიული განათლების მასწავლებლების, პროფესიული სტუდენტების, კურსდამთავრებულების, პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირების აქტიური ჩართულობით.ის შესაბამისობაში უნდა იყოს კოლეჯის მისიაში გაცხადებულ მიზნებთან და ორიენტირებული უნდა იყოს მათ შესრულებაზე, უნდა გამომდინარეობდეს დაწესებულების ხედვიდან, აზუსტებდეს მას კონკრეტული მიზნებით. სტრატეგიული გეგმის შედგენისას ასევე გასათვალისწინებელია ქვეყნის/რეგიონის პრიორიტეტები და დაინტერესებული მხარეების მოლოდინი.ვინაიდან დაგეგმვის პროცესის ყველა კომპონენტი უნდა შემუშავდეს გუნდურად, ჩართულობით, რათა ყველას ჰქონდეს საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა და საბოლოო პროდუქტის მიმართ საკუთრების განცდა, სამუშაო ჯგუფი მზად არის სტრატეგიული განვითარების გეგმის (2026-2032წწ.) პროექტის შემუშავების მიზნით ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ პირთან, რომლებმაც შეიძლება მიმართონ კოლეჯის ადმინისტრაციას ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა.კოლეჯის ადმინისტრაცია

აპლიკანტთა საყურადღებოდ!

აპლიკანტთა საყურადღებოდ!

მადლობთ, რომ დარეგისტრირდით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“.გაცნობებთ, სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული მოტივაციური გასაუბრების თარიღის შესახებ ინფორმაცია ასახულია პორტალზე:vet.emis.ge იმისთვის, რომ იხილოთ თქვენი საგამოცდო თარიღი, უნდა ეწვიოთ აღნიშნულ საიტს vet.emis.ge და გაიაროთ ავტორიზაცია პირადი ნომრისა და პაროლის მითითებით. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, თქვენს პროფაილზე ატვირთული იქნება საგამოცდო ბარათი კოლეჯის მიერ ორგანიზებულიმოტივაციური გასაუბრებისკონკრეტული თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზაციისას შეგექმნათ დაბრკოლება, მაგალითად ვერ იხსენებთ პაროლს, დახმარებისთვის დარეკეთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცხელ ხაზზე:2-200-220.პროფესიული საგანმანათლებლო ტესტის ნიმუშების გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის წესიდამატებით გაცნობებთ, რომ შერჩევებთან დაკავშირებით თქვენს პროფაილზე ინფორმაციის ასახვა ხდება ეტაპობრივად, ყველა აპლიკანტის ანგარიშზე იქნება ასახული კოლეჯის მიერ ორგანიზებული მოტივაციური გასაუბრების შესახებ ინფორმაცია.კოლეჯის მიერ ორგანიზებული მოტივაციური გასაუბრების დაწყებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცია.პროფესიები და გასაუბრების თარიღები იხილოთ ქვემოთ თანდართულ PDF ფაილში.გისურვებთ წარმატებებს!

College Dog
ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქუჩა, №44