სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება

News Poster

2023 წლის 22 ივნისს სსიპ - კოლეჯ "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში" ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიულ სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, 13-წლიანი წყვეტის შემდეგ, საქართველოს პროფესიული განათლების სფერომ პირველად მიიღო სტუდენტები საშუალო პროფესიულ პროგრამებზე.

3-წლიანი სწავლების ციკლი დასრულდება სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული დიპლომის გაცემით, რაც სწავლის უმაღლესი განათლების საფეხურზე გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა. ასევე, აღსანიშნავია, რომ წელს ინტეგრირებულ პროგრამებზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობა გაორმაგებულია.

საზეიმო ღონისძიებას დაესწრო ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლები, რომელთაც პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების ინტეგრირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სწავლის დასრულება მიულოცეს პროფესიულ სტუდენტებს და ამასთან, სერტიფიკატები გადასცეს ინტეგრიებული მოდულების განმახორციელებლ მასწავლებლებს.

ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო კოლეჯის პროფესიული სტუდენტების ნამუშევრებისა და პორტფოლიოების ჩვენება, პრაქტიკული პროექტების პრეზენტაცია, კომპლექსური დავალებების შედეგად შექმნილი ბროშურებისა და კომიქსის წარდგენა..

სამწლიანი პროგრამების ფარგლებში, სტუდენტებმა პროფესიის პარალელურად მიიღეს სრული ზოგადი განათლება. კოლეჯი წარმატებებს უსურვებს მათ და გამოთქვამს მზაობას, დახმარება გაუწიონ აწ უკვე კურსდამთავრებულებს კარიერის დაგეგმვის ნებისმიერ ეტაპზე.

თარიღი: 2023-07-22

ქართული კომიქსის პრეზენტაცია

News Poster

მოგახსენებთ, რომ კომიქსი შეიქმნა ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, „ვებტექნოლოგიები“ და „გრაფიკული დიზაინის შესრულება“ პროფესიული სტუდენტების მიერ, როგორც ექსტრაკურიკულური აქტივობა. მისი მთავარი მიზანი იყო მოდულის - „კომუნიკაცია ქართულ ენაზე" სტუდენტთა პროფესიებისა (გრაფიკული დიზაინი, ვებტექნოლოგიები) და მათი ჰობის/ინტერესების ინტეგრირება, რომელიც წარმატებით განხორციელდა.

აღნიშნულ კომიქსზე სტუდენტები არ მუშაობდნენ ერთი კონკრეტული მოდულის კომპლექსური დავალების ფარგლებში, თუმცა, შექმნილი პროდუქტი მჭიდროდაა დაკავშირებული მათი უნარებისა და კომპეტენციების განვითარებასთან (მოტივაცია, წერა, აზროვნება, ხატვა, ვებ-გვერდის შექმნა, კომუნიკაცია, მსჯელობა, ჯგუფურად მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება).

თარიღი: 2023-05-25

სისხლის დონაცია.

News Poster

სისხლის დონაციის ისტორია ჯერ კიდევ XVII-XVIII საუკუნეებში იწყება. ამ მარტივ პროცედურას მსოფლიოში მილიონობით სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

კიდევ ერთხელ გავიაზროთ სისხლისა და სისხლის პროდუქტების უსაფრთხო დონაციისა და გადასხმის მნიშვნელობა. სსიპ - კოლეჯი "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი" შეუერთდა აქციას, რომლის მიზანია სიცოცხლის გადარჩენა.

აღნიშნული აქციაში, მონაწილეობა მიიღეს დაწესებულების პედაგოგებმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა. მათი მოტივაცია სიცოცხლის გადარჩენაა!

გაეცი სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე!

თარიღი: 2022-12-22

შრომის უსაფრთხოების ტრენინგი.

News Poster

2022 წლის 25 ოქტომბერს, სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში" შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ინიციატივით დაგეგმილი" სახანძრო უსაფრთხოების" ტრენინგი გაიმართა. აღნიშნული ტრენინგი ჩატარდა კოლეჯის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისათვის, რომელიც ჩაატარა წამყვანმა სპეციალისტმა გოჩა გელაშვილმა.

ტრენინგზე პერსონალისთვის მიწოდებული იქნა ინფორმაცია სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ, კერძოდ არსებული შესაძლო ხანძრის საფრთხეების გამოვლენა და რეაგირება, პრევენცია, ხოლო ხანძრის შემთხვევაში საგანგებო, კრიზისული გეგმის მიხედვით მოქმედება. ტრენინგის ბოლოს კოლეჯის პერსონალს შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო იმიტირებულ სახანძრო უსაფრთხოების პროცესებში.

თარიღი: 2022-10-25

კოლეჯის ბაზაზე ველოკუბის დაფუძნება.

News Poster

1 ივლისს, მსოფლიო მოსახლეობის დღესთან დაკავშირებით, კოლეჯის ტერიტორიაზე ველორბოლა მოეწყო. ღონისძიება ემსახურებოდა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენებას და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას. აქციის ფარგლებში მოეწყო ველოსიპედების გამოფენა-ჩვენება, მოყვარული ველოსიპედების თავშეყრას, მონაწილეობა მიიღეს როგორც პროფესიულმა მასწავლებლებმა, ისე სტუდენტებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა.

კოლეჯის დირექტორის ინიციატივით, გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში შეიქმნა ველო კლუბი, რომელშიც გაერთიანდნენ პროფესიული სტუდენტების, მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. კლუბის პრეზიდენტად არჩეულ იქნა პროფესიული განათლების მასწავლებელი - ტატო კვიჟინაძე. ასევე, აქტივობას შემოუერთდნენ მოხალისე ბავშვები და ადგილობრივი მოსახლეობა. ველოსიპერტის პოპულარიზაციის მიზნით, კოლეჯის დირექტორმა დააანონსა დაწესებულების ეზოში ველო სადგომების დამონტაჟება.

თარიღი: 2022-07-01

დედაენის დღე.

News Poster

2022 წლის 14 აპრილს, გლდანის პროფესიულ კოლეჯში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა.

აღნიშნული კონკურსი მიზნად ისახავდა ქართული ენის მნიშვნელობის ხაზგასმას და სტუდენტებში ცნობიერების ამაღლებას. კონკურსის ფარგლებში სპეციალურად შერჩეულმა ჟიურმა რამდენიმე გამარჯვებული გამოავლინა, რომელთაც სერთიფიკატები გადაეცათ. გლდანის პროფესიული კოლეჯი გილოცავთ დედაენის დღეს!

თარიღი: 2022-04-14

ინტეგრირებული პროგრამის შეფასების ტრენინგი

News Poster

გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი დღეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ორდღიან ტრენინგს მასპინძლობს, რომლის მიზანია: პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ინტეგრირებული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების შეფასების მიდგომების გაცნობა და შეფასების პროცესის ადმინისტრირების საკითხების გაცნობიერება. ტრენინგი გახსნა პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ თამარ სამხარაძემ, რომელმაც ხაზგასმით ისაუბრა პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების ინტეგრირების მნიშვნელობაზე. დღის წესრიგით გათვალისწინებული თემატიკა და აქტივობები წარმოადგინა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ. პროფესიული განათლების რეფორმის კონტექსტში მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლებისა და შეფასების სისტემის დანერგვის მნიშვნელოვანი ეტაპი - ე.წ. მოდულური პროგრამების დანერგვა, შემუშავდა და დაინერგა ევროპული საგანმანათლებლო სივრცის პრინციპების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და განახლებული პროცედურები, განხორციელდა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ზოგადი განათლების ინტეგრირების, ასევე დუალური სწავლების პრინციპების პილოტირება და მათი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების დანერგვა. ტრენინგი ტარდება საქართველოში მოქმედი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის და მოიცავს მიმდინარე წლის 23-24 ივნისის პერიოდს.

თარიღი: 2021-07-23

„რა? სად? როდის?“

News Poster

ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ გაზაფხულის სეზონი 2021 წლის 28 აპრილს გაიმართა. შემეცნებით ღონისძიებაში მონაწილეობდა პროფესიული სტუდენტებისა და მასწავლებლებისგან დაკომპლექტებული გუნდები. დაძაბული კონკურენტული თამაშის გამარჯვებული "სამკერვალო წარმოების" პროფესიული პროგრამის სტუდენტების გუნდი გახდა. მათ 15 შეკითხვიდან 9 სწორი პასუხი დააგროვეს და მოიპოვეს გარდამავალი ბუს ქანდაკება. კოლეჯის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ყველა მონაწილეს და გამარჯვებულ გუნდს ულოცავს წარმატებას. ექსტრაკურიკულური ღონისძიებების ფარგლებში, დაწესებულება მომავალშიც უზრუნველყოფს სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობების ჩატარებას სტუდენტების ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.

თარიღი: 2021-04-28

სისხლის უანგარო დონაცია

News Poster

OVID-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო შეამცირა ქვეყანაში არსებული სისხლის მარაგი. ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება შესაძლებელია სისხლის გადასხმით. სწორედ ამ მიზნით, კოლეჯში "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი" გაიმართა სისხლის უანგარო დონაციის აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დაწესებულების თანამშრომლებმა და პროფესიულმა სტუდენტემა. მათი მოტივაცია სიცოცხლის გადარჩენა იყო. სისხლის უანგარო დონორობა მთელ მსოფლიოში საამაყოა!

თარიღი: 2020-11-12

ავტოსახელოსნოს მშენებლობა დაიწყო!

News Poster

2020 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, კოლეჯი მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიპოვოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სპეცდანიშნულების ავტოტრანსპორტის სერვისის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, „მსუბუქი ავტომობილის ძრავას შეკეთება“, "მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება" და "მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტონული სისტემების შეკეთება" განხორციელების უფლება და ამ დროისათვის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი იძლევა საშუალებას, ის წარმატებით განახორციელოს. აღნიშნული პროგრამების განხორციელება მოითხოვს შესაბამისი სახელოსნოებისა და მოწყობილობების (ბოქსი, ავტომობილის ხიდური ამწე და ა.შ.) გამართვას, რაც გაზრდის სასწავლო პრაქტიკის ხარისხს და გააუმჯობესებს საბოლოო შედეგებზე გასვლის პროცესს.

ამ მიზნით, 2020 წლის 2 ივნისს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ ტერიტორიაზე ავტოსახელოსნოს მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით (განცხადების ნომერი: NAT200008048). აღნიშნული ტენდერი დასრულებულია და სახელოსნოს მშენებლობა მიმდებარე ეზოში დასრულდება 2020 წლის სექტემბერში.

თარიღი: 2020-06-17

,,გლდანის პროფესიულ მომზადების ცენტრში" დასაქმების ფორუმი გაიმართა

News Poster

2019 წლის 26 მარტს გლდანის კოლეჯის სტუდენტებისთვის გაიმართა WORKSHOP: „პროდუქტის და სერვისის შექმნის ინოვაციური მეთოდოლოგია, რომელიც ჩატარდა აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, კალიფორნიის უნივერსიტეტის, დევისის D-Lab-თან პარტნიორობითა და ევროპული სამეწარმეო კომპეტენციის ჩარჩოს პრონციპების დანერგვის მიზნით. 2 საათიანი ვორქშოფის დროს მონაწილეებმა გაიარეს სრული პროცესი ინტენსიური, ინტერაქტიული და სახალისო აქტივობების სახით

თარიღი: 2019-03-26

,,გლდანის პროფესიულ მომზადების ცენტრში" დასაქმების ფორუმი გაიმართა

News Poster

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი, პროფესიულ კოლეჯში „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ გამართულ დასაქმების ფორუმს დაესწრო. ფორუმზე 20-მდე კერძო კომპანია იყო წარმოდგენილი და მასში მონაწილეობა გლდანის მოსახლეობის 500-მდე სამუშაოს მაძიებელმა მიიღო

დასაქმების ფორუმზე მისულ დაინტერესებულ პირებს, საშუალება ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ შრომის ბაზარზე აქტიური 2000-მდე ვაკანსიის შესახებ. ასევე, ყველა იმ პროგრამის და სერვისების შესახებ, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

მსგავსი ფორუმი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, წელს უკვე მესამედ ტარდება და მომავალში თბილისის ყველა რაიონს მოიცავს.

თარიღი: 2018-05-17

ჭადრაკის და შაშის ჩემპიონატი კოლეჯში

News Poster

2018 წლის 3 აპრილს საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიულ მომზადების ცენტრში“ ჩატარდა შიდა ტურნირი ჭადრაკში და შაშში. ჭადრაკი სპორტის ისეთი სპეციფიკური სახეობაა, რომლის თამაში არ არის დაკავშირებული ასაკობრივ ზღვართან, სქესთან და ფაქტობრივად, არც მოთამაშის ფიზიკურ შესაძლებლობებთან, ამიტომ ასპარეზობაში პროფესიული სტუდენტები და პედაგოგები აქტიურად მონაწილეობდნენ.

ჭადრაკის ტურნირში პირველ-მეორე ადგილები საკმაოდ დაძაბულ მატჩში კოლეჯის პედაგოგმა ტატო კვიჟინაძემ და სტუდენტმა ალექსანდრე ჯანჯალაშვილმა გაინაწილეს. შაშის ტურნირში პირველ-მეორე ადგილები სტუდენტებმა სერგო პაპიაშვილმა და გიორგი ხაჟალიამ გაინაწილეს. რაც შეეხებათ დანარჩენ მონაწილეებს, მაყურებელმა ისინი უხვი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

მსგავსი ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობებში შემდეგში სკოლებში სისტემატიურად ტარდება, რაც სტუდენტებში ლოგიკური აზროვნებისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების განმტკიცებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.

თარიღი: 2018-04-03

ტრეფიკინგით დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან შეხვედრა

News Poster

2018 წლის 2 აპრილს სსიპ-საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიულ მომზადების ცენტრიში“ სსიპ-ადამიანით ავჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა

ტრეფიკინგთან დაკავშირებულ საკითხებზე:

• რას გულისხმოს ტრეფიკინგი?
• ვინ არის ტრეფიკინგის მსხვერპლი?
• რას სთავაზობს სახელმწიფო ფონდი ტრეფიკინგის მსხვერპლს?

საიფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ გლდანის კოლეჯის სხვადასხვა პროგრამის სტუდენტები. ტრეფიკინგთან დაკავშირებული საკითხები ძალიან საინტერესო აღამოჩნდა კოლეჯის სტუდენტებისთვის.

სახელმწიფო დახმარების ფონდსა და გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრს შორის გაგრძელდება ურთეირთთანამშრომლობა.

თარიღი: 2018-04-02

კოლეჯის შიდა ჩემპიონატი მკლავჭიდში

News Poster

2018 წლის 2 მარტს სსიპ - საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიულ მომზადების ცენტრში“ მკლავჭიდში შიდა ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კოლეჯის სტუდენტებმა ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე.

პრიზიორები მარჯვენა და მარცხენა მკლავში გამოვლინდნენ:

პირველი ადგილი: გიორგი უსუფაშვილი (მარჯვენა მკლავი)
მეორე ადაგილი: გიორგი ფურცელაძე (მარჯვენა მკლავი)
პირველი ადგილი: ნოდარ თევდორაძე (მარცხენა მკლავი)
მეორე ადგილი: გიორგი უსუფაშვილი (მარცხენა მკლავი)
მესამე ადგილი: ბესიკ გრძელიშვილი (მარცხენა მკლავი)

სიგელი გადაეცეა ასევე ბექა მულაძეს „რაინდული შემართებისთვის“

გამარჯვებულებს საზეიმო სიგელები განსაკუთრებულ ვითარებაში თანატოლების ოვაციების ფონზე გადაეცათ. ჩემპიონატის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია.

კოლეჯი განსაკუთრებულ მადლობას უხდის სატრენაჟორო დარბაზ „ჰარდ ვეი“-ს ჩემპიონატის ორგანიზების მხარდაჭერისა და შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფისათვის.

თარიღი: 2018-03-02

რა? სად? როდის?

News Poster

ზამთრის სერია

2018 წლის 9 თებერვალს საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ გაიმართა ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?", რომელშიც კოლეჯის სტუდენტებისგან შემდგარი 11 გუნდი იღებდა მონაწილეობას.

ზამთრის სეზონის გამარჯვებული გახდა ოფისის მენეჯერებისგან შემდგარი გუნდი - „ა ოთხი” „ა ოთხს“-ს ტურნირის გარდამავალი პრიზი - ბუს ქანდაკება ერგო, დანარჩენ გუნდებს კი - გულშემატკივართა აპლოდისმენტები.

თარიღი: 2018-02-09

კოლეჯის შიდა ჩემპიონატი მინი-ფეხბურთში

News Poster

2017 წლის ზაფხულში სსიპ - საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიულ მომზადების ცენტრში“ მინი-ფეხბურთში შიდა ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კოლეჯის სტუდენტების, პედაგოგებისა და ადმინისტრაციის წევრებისგან შემდგარმა გუნდებმა ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე.

ფინალურში მატჩში 2017 წლის 17 ივლისს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „ქსელის ადმინისტრატორები” და „ძრავის შემკეთებლები“. კოლეჯის ჩემპიონი გახდა “ქსელის ადმინისტრატორების“ გუნდი, რომელმაც მოწინააღმდეგეს ანგარიშით 9:8 სძლია. 

გამარჯვებულებს კოლეჯის გარდამავალი თასი თანატოლების ოვაციების ფონზე გადაეცათ.  საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი მიენიჭათ: გიორგი მრელაშვილს და უჩა ჩუბინიძეს. საუკეთესო მეკარის სტატუსი მიენიჭა ბექა სამყურაშვილს

თარიღი: 2017-07-17

"სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრი"

News Poster

"სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრმა" 17 მაისს საზოგადოებრივ კოლეჯში: „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ სამუშაო შეხვედრა გამართა. სემინარში აქტიური მონაწილეობა 40-მდე სტუდენტმა მიიღო.

სამუშაო შეხვედრა რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა და მოიცავდა როგორც პრეზენტაციას, ასევე სიმულაციურ თამაშს: "შრომითი დავა". სტუდენტებს ასევე შესაძებლობა ჰქონდათ, გაემართათ თემატური დისკუსიები.

სემინარის მიზანი იყო სტუდენტებისთვის, რომლებიც მომავალში გახდებიან დასაქმებულები, შრომის კოდექსსა და კანონის პრაქტიკულ გამოყენებაზე ზოგადი წარმოდგენის შექმნა. ასევე, მათთვის კოლექტიური ბრძოლის სხვადასხვა გზების გაცნობა. მომხსენებლები იყვნენ "სოლიდარობის ქსელის" წარმომადგენლები: ელენე ბერიაშვილი და დავით ომსარაშვილი.

 "სოლიდარობის ქსელსა" და საზოგადოებრივ კოლეჯ "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრს" შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. მსგავსი სემინარების ჩატარება სხვა პროფესიული კოლეჯების სტუდენტებთანაც არის დაგეგმილი

თარიღი: 2017-05-17

„საუბრები პროფესიულ განათლებასა და დასაქმებაზე“

News Poster

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ფარგლებში, „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“, „საუბრები პროფესიულ განათლებასა და დასაქმებაზე“ გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებია და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, „თეგეტა მოტორსი“-სა და „m2 უძრავ ქონებას“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ სკოლის მოსწავლეები და პროფესიული სტუდენტები, რომლებმაც პროფესიულ განათლებაში მიმდინარე სიახლეების, დასაქმების შესაძლებლობებისა და პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ასევე გაეცნენ კოლეჯის პროფილს, პროგრამებს, აუდიტორიებსა და სახელოსნოებს.

თარიღი: 2017-10-11

ვემზადებით FAB-LAB-ის ქსელში გასაერთიანებლად

News Poster

2016 წლის 20 სექტემბერს, სსიპ - საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრს“ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენელები სტუმრობდნენ. სააგენტოს ფაბლაბის პროექტის კოორდინატორმა - გიორგი ხაჩიძემ კოლეჯის სტუდენტებსა და პედაგოგებს სააგენტოს საქმიანობისა და პროექტების შესახებ გააცნო და FAB-LAB-ების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

კოლეჯში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ამოქმედების ინიციატორი და მხარდამჭერი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა. ლაბორატორია კოლეჯის ნებისმიერ სტუდენტს აძლევს საშუალებას რეალობად აქციოს საკუთარი ინოვაციური იდეები და ამავდროულად, შეიძინოს ახალი ცოდნა მათი ბიზნეს პროექტებად ქცევის სახით.

ინოვაციების ლაბორატორიის გახსნას წინ უსწრებდა კოლეჯის ადმინისტრაციისა და პედაგოგთა გადამზადების პროცესი. რაც შეეხება აღჭურვილობას, იგი უნიკალურია და რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთ თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი, როგორიცაა: 3D პრინტერი, 3D სკანერი, პროგრამული ლაზერ-მჭრელი, ვაკუუმფორმირების მანქანა, სახატავი პლანშეტი და ა.შ..

კოლეჯში მიმდინარე ახალი მოდულური პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების - „საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერი“, „ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი“, „სამგანზომილებიანი გრაფიკის სპეციალისტი (გენერალისტი)“, ასევე სხვა პროგრამების სტუდენტებისათვის ეს ახალი შესაძლებლობებისა და მათი ცხოვრებაში რეალიზების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმულია.

გიორგი ხაჩიძის თქმით, სააგენტო აქტიურად მონაწილეობს კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ ცოდნის, ინოვაციების და კვლევის შედეგების კომერციალიზაციისა და ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობაში. ასევე სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საინფორმაციო საზოგადოების ფორმირებისთვის აუცილებელი პროექტებისა და პროგრამების სახელმწიფო ერთიანი პოლიტიკის განხორციელების წარმართვა და კორდინირება.

„დღეს შეხვედრა გაიმართა გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში, სადაც სტუდენტებს გავაცანით თუ რა არის ფაბლაბი და რისთვის შეიძლება გამოიყენონ ფაბლაბში არსებული დაზგა-დანადგარები. მას შემდეგ, რაც ცენტრი აღიჭურვა მაღალტექნოლოგიური დაზგა-დანადგარებით, იქ მყოფი სტუდენტები აქტიურად იყენებენ მათ და შესაძლებელია, სულ ცოტა ხანში ქართული ფაბლაბების სიას გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის ფაბლაბიც შეუერთდეს“, - აღნიშნა გიორგი ხაჩიძემ.

შეხვედრისას სტუდენტებმა გამოთქვეს სურვილი და ინტერესი, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტებში, მათ შორის, ტრენინგ-კურსებში, სადაც რეგისტრაციისათვის კოლეჯში სპეციალური კუთხეა გამოყოფილი.

თარიღი: 2016-09-20

გლდანის კოლეჯში ჭადრაკის საერთაშორისო დღე აღინიშნა!

News Poster

20 ივლისი ჭადრაკის საერთაშორისო დღეა.  2016 წლის 20 ივლისს საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიულ მომზადების ცენტრში“ ჩატარდა შიდა ტურნირი ჭადრაკში. ჭადრაკი სპორტის ისეთი სპეციფიკური სახეობაა, რომლის თამაში არ არის დაკავშირებული ასაკობრივ ზღვართან, სქესთან და ფაქტობრივად, არც მოთამაშის ფიზიკურ შესაძლებლობებთან, ამიტომ ასპარეზობაში პროფესიული სტუდენტები

აქტიურად მონაწილეობდნენ.  ტურნირში პირველ-მეორე ადგილები საკმაოდ დაძაბულ მატჩში კოლეჯის სტუდენტებმა ლევან ხოსიტაშვილმა და გიორგი ჭანტურიძემ გაინაწილეს. რაც შეეხებათ დანარჩენ მონაწილეებს, მაყურებელმა ისინი უხვი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. 

მსგავსი ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობებში შემდეგში სკოლებში სისტემატიურად ტარდება, რაც სტუდენტებში ლოგიკური აზროვნებისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების განმტკიცებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.

საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაცია FIDE 1924 წლის 20 ივლისს პარიზში დაარსდა. FIDE აერთიანებს ყველა ეროვნულ საჭადრაკო ფედერაციას, ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო საჭადრაკო ცხოვრებას, ამტკიცებს ჭადრაკის სათამაშო წესებს, ანიჭებს საერთაშორისო

ტიტულებს და ა.შ. FIDE -ს გადაწყვეტილებით, ჭადრაკის დღე 1966 წლიდან აღინიშნება - წელს უკვე 50–ედ.

თარიღი: 2016-07-20

საახალწლო ღონისძიება კოლეჯში

News Poster

2016 წლის 22 დეკემბერს სტუდენტთა მონაწილეობით საახალწლო ღონისძიება გაიმართა. სტუდენტებმა სკეჩებით, თამაშებით, სიმღერებით, ცეკვებით და პოეზიით საახალწლო განწყობა შექმნეს კოლეჯში.

თარიღი: 2016-12-26

გლდანის კოლეჯში - ახალი მსოფლიო რეკორდი და 2 საქართველოს ჩემპიონი ერთდღეს

News Poster დამდეგი 2016 წლის მოახლოება სსიპ - საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ ახალი მსოფლიო რეკორდითა და ერთდროულად 2 სპორტული ტურნირით აღნიშნეს. კოლეჯის მხარდაჭრითა და გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, პარასპორტული შეჯიბრებები გაიმართა, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, ასევე კოლეჯის სსსმ სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

შეჯიბრებები გაიმართა მკლავჭიდსა და ნარდში. მკლავჭიდში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა - დავით ქობალიამ, ხოლო ნარდში ქუთაისელმა თემურ ჭეიშვილმა. დანარჩენი საპრიზო ადგილებიც შესაბამისად გადანაწილდა. პრიზიორებს მედლები, სიგელები და სპორტული მაღაზიის ვაუჩერები გადასცეს ქალაქის მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ, გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ, გამგებლის მოადგილემ ზურაბ ქაშიაშვილმა, გამგეობის თანამშრომლებმა და გლდანის კოლეჯის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ ხარაზიშვილმა.

პარალელურად, აზიდვებში მსოფლიო რეკორდსმენი გახდა ბადრი ჯიქურაული, რომელმაც თავისი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. ფაქტი პარაოლიმპიურმა კომიტეტმა დააფიქსირა.

სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯი, გაეცვნენ სასწავლო პროცესს, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ლაბორატორიებსა და აუდიტორიებს, მიიღეს ინფორმაცია მომავალი დასაქმების პერსპექტივებისა და საქართველოში პროფესიული განათლების განვითრების შესახებ.

ღონისძიება ფოიერვერკებით დასრულდა.

თარიღი: 2015-12-26

კოლეჯის შიდა ჩემპიონატი მინი-ფეხბურთში

News Poster

2015 წლის მიწურულს სსიპ - საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიულ მომზადების ცენტრში“ მინი-ფეხბურთში შიდა ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კოლეჯის სტუდენტებისგან შემდგარმა გუნდებმა ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე.

ფინალურში მატჩში 2015 წლის 14 დეკემბერს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „ALFA” და „ტოპოგრაფი“. შეხვედრა დამთავრდა კოლეჯის ჩემპიონი გახდა „კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორის“-ს სტუდენტებისაგან შემდგარი გუნდი „ALFA”, რომელმაც მოწინააღმდეგეს
ანგარიშით 8:2 სძლია.

გამარჯვებულებს საზეიმო სიგელები და კოლეჯის გარდამავალი თასი, განსაკუთრებულ ვითარებაში და საახალწლო ზეიმზე თანატოლების ოვაციების ფონზე გადაეცათ.

ასევე გაჩნდა იდეა, გაიმართოს ტურნირი მინიფეხბურთში საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, რომელშიც მათი ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია.

თარიღი: 2015-12-15

კოლეჯის შიდა ტურნირი ჭადრაკში

News Poster 15 ივლისი - პროფესიული განათლების საერთაშორისო დღე სსიპ - საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიულ მომზადების ცენტრში“ ჭადრაკში შიდა ჩემპიონატით აღინიშნა. ჭადრაკი სპორტის ისეთი სპეციფიკური სახეობაა, რომლის თამაში არ არის დაკავშირებული ასაკობრივ ზღვართან, სქესთან და ფაქტობრივად, არც მოთამაშის ფიზიკურ შესაძლებლობებთან, ამიტომ ასპარეზობაში სტუდენტები, პედაგოგები და ადმინსტრაციის თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობდნენ.

ტურნირში პირველ-მეორე ადგილები საკმაოდ დაძაბულ მატჩში კოლეჯის სტუდენტებმა გიორგი ჩადუნელმა და ნიკოლოზ კრაწაშვილმა გაინაწილეს. რაც შეეხებათ დანარჩენ მონაწილეებს, მაყურებელმა ისინი უხვი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

როგორც კოლეჯის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა, ქალბატონმა ანა შენგელიამ განაცხადა, მსგავსი ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობებში შემდეგშიც სისტემატიურად ჩატარდება, რაც სტუდენტებში ლოგიკური აზროვნებისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების განმტკიცებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.

თარიღი: 2015-07-16

კოლეჯში გაიმართა საახალწლო ღონისძიება

2014 წლის 25 დეკემბერს კოლეჯის სტუდენტებმა ჩაატარეს საახალწლო ღონისძიება. სტუდენტებმაფლეშმობით, სკეჩებით, სიმღერებითა და ქართული/თანამედროვე ცეკვებით საშობაო-საახალწლო განწყობა შეუქმნესმაყურებლებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, მოწვეული სტუმრები და საქართველოსა და განათლების მეცინერების სამინისტროს წარმომადგენლები.
სტუდენტების ინიციატივით, საღამო გრანდიოზული ფლეშმობით გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასა და სავაჭრო ქსელ მეტრომარტის შენობაში.

თარიღი: 2014-12-27

შიდა ჩემპიონატი მინი-ფეხბურთში

2014 წლის 11 მარტს კოლეჯში სტარტი აიღო შიდა ჩემპიონატმა მინი-ფეხბურთში.ტურნირის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და ფეხბურთის პოპულარიზაცია. ორგანიზატორები არიან კოლეჯის ადმინისტრაცია და სტუდენტები. ტურნირში მონაწილეობის იღებენ კოლეჯის სტუდენტებისგან შემდგარი გუნდები ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები ჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. ასევე გამოვლინდებიან – „საუკეთესო მეკარე“, „საუკეთესო თავდამსხმელი“, „საუკეთესო მცველი“, „საუკეთესო ნახევარმცველი”, ხოლო გულშემატკივარს შორის გათამაშდება ადგილი – „საუკეთესო გულშემატკივარი“. ტურნირის შეხვედრები იმართება: გლდანი, მე-3 მიკრორაიონი, მინიფეხბურთის მოედანი.

თარიღი: 2014-03-12

ინტელექტუალური თამაში "რა სად როდის"

2014 წლის 26 ივნისს საზოგადოებრივი კოლეჯის "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრ"-ში გაიმართა ინტელექტუალური თამაში "რა სად როდის", რომელიც სტუდენტს ეხმარება • წიგნიერებისა და ცოდნის წახალისებაში;
• სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვაში;
• ინტელექტუალური თვითგანვითარებაში;
• კოლეჯის სტუდენტების ერთმანეთთან დაახლოებაში.
ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდა 5 ჯგუფი: "კირკიტა ბუღალტრები"; TCP/IP; "ნიკე"; "თერძი" და "SHINE'. შეკითხვის დასმის შემდეგ სტუდენტებს ჰქონდათ 1წთ დრო პასუხების დასაფიქსირებლად. გაცემული სწორი პასუხების მიხედვით გამოვლიდა გამარჯვებული გუნდი "ნიკე". ინტელექტუალურ თამაშის განმავლობაში მოთამაშეებისა და მაყურებლების წინაშე წარსდგა ჯგუფი "სნო" საკუთარი რეპერტუარით.

თარიღი: 2014-03-12

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები