გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ, 1987 წლის 7 დეკემბრის 42/112 რეზოლუციით 26 ივნისი ნარკოტიკებისა და უკანონო ნარკო-ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. სსიპ _ კოლეჯი “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი” უერთდება გაეროს ფარგლებში საერთაშორისო დღის აღნიშნვას ანტინარკოტიკული კვირეულის სახით. ამ მიზნით, დღეს პროფესიული სტუდენტებისთვის ჩატარდა ინტერაქციული შეხვედრა ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის შესახებ. ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს გააცნეს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკა და ნარკოტიკების მოხმარების უარყოფითი შედეგები. შეხვედრის ფარგლებში, 100-მდე პროფესიულ სტუდენტს აუმაღლდა ცნობიერება ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შესახებ, რაც, დადებითად აისახება მომავალში ნარკოდამოკიდებულთა სტატისტიკის შემცირებაზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებაზე. ერთად გადავჭრათ ნარკომანიასთან დაკავშირებული გლობალური პრობლემები და გავაძლიეროთ ქმედებები საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლების გზით.