20 მაისს სსიპ - კოლეჯი "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა" თეგეტა მოტორსის დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. თეგეტა მოტორსი არის საქართველოს უმსხვილესი კომპანიების ხუთეულში შემავალი ბიზნეს ჯგუფი და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი. კოლეჯი თავისი საქმიანობის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან. პარტნიორი კომპანიები აქტიურად არიან ჩართულები საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების (საწარმოო პრაქტიკის მიმდინარეობის), აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროგრამებში ცვლილებების შეტანის პროცესში. თეგეტა მოტორსი კოლეჯის პარტნიორია 2012 წლიდან და მუდმივად ხდება კოლაბორაცია როგორც დასაქმების, ისე პროფესიული საგანამათლებლო და მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელების მიმართულებით. ამ შეხვედრის ფარგლებში, კიდევ ერთხელ განახლდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და საზეიმოდ მოეწერა მას ხელი. თეგეტა ჰოლდინგის წარმომადგენლებმა ჩაატარეს პრეზენტაცია კომპანიის შესახებ, ასევე, პროფესიულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნეს მიმდინარე ვაკანსიები, რომელზე განაცხადის გაკეთება დაინტერესებულ პირებს ადგილზევე შეეძლოთ. შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო და სპეციალური გათამაშების შედეგად, მონაწილეებს საჩუქრებიც გადაეცათ. პროფესესიულ სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის მიზნით, კოლეჯის სივრცეში განთავსდა თეგეტა მოტორსის ბანერი და სამომავლოდ, მასზე დატანილი QR კოდის საშუალებით სტუდენტებს მუდმივად ექნებათ შესაძლებლობა, თვალი ადევნონ კომპანიის აქტიურ ვაკანსიებს. სსიპ - კოლეჯი "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი" მიესალმება კერძო სექტორის ინიციატივებს თანამშრომლობასთან დაკავშირებით და თვლის, რომ პროფესიულ განათლებაში ბიზნესის ჩართულობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მომავალში პროფესიული განათლების პოლიტიკის წარმართვაზე.