მიმდინარე წლის 15 მაისს, კოლეჯს ბელგიის დელეგაცია ესტუმრა
შეხვედრა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) IOM Georgia საქართველოს წარმომადგენლობის შუამდგომლობით შედგა. ვიზიტის მიზანი იყო ბელგიიდან საქართველოში ნებაყოფლობით უკან დაბრუნებითი პროგრამის მონიტორინგი და მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობის შეფასება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრების ინტერესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა ქართველი მიგრანტების დასაქმებისა და პროფესიული მომზადება- გადამზადების შესაძლებლობების განსაზღვრა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. სტუმრები გაეცნენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, კოლეჯის ინფრასტრუქტურას, ლაბორატორიასა და სახელოსნოებს, დაათვალიერეს ფაბლაბი და საგამოფენო სივრცეები. კოლეჯი ხელს უწყობს საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებას და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს/პირებს სთავაზობს თანამშრომლობას შესაძლებლობების ფარგლებში.