2022 წლის 11 ნოემბერს კოლეჯს GIZ-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ. დელეგაცია გერმანიიდან სპეციალურად პროფესიული განათლების სისტემის შესწავლისა და ხელშეწყობის მიზნით იყო ჩამოსული. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები გაეცნენ კოლეჯში მიმდინარე პროგრამებს, განსაკუთრებით დაინტერესდნენ ″მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების″, ″მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთების″ და ″მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების″ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით. პროფესიულ კოლეჯში მასწავლებლები ჩაერთნენ უშუალოდ საგაკვეთილო პროცესში, გაესაუბრნენ კოლეჯის სტუდენტებს და შეხვდნენ ლატვიელ კოლეგებს. ასევე, ეწვივნენ კოლეჯის ბაზაზე არსებულ ლაბორატორიებს, სადაც იხილეს სხვადასხვა ტექნიკისა და დანადგარების მუშაობის სპეციფიკა. სასწავლო ვიზიტში მონაწილე პროფესიული განათლების პედაგოგებმა ადგილზე იხილეს საწარმოო პროცესი, გაიცნეს ადგილობრივი კოლეგები და გაიზიარეს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები. დარგობრივი პედაგოგიკის მიმართულებით ცოდნისა და ინოვაციების გაზიარების მიზნით, პარასკევს 19 ივლისს მოეწყო პროექტში გამარჯვებული პროფესიული განათლების მასწავლებლების შეხვედრა კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პედაგოგებთან. შეხვედრის მიზანი იყო თანამედროვე ევროპული პრაქტიკული გამოცდილებისა და მიდგომების გაზიარება.