26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით ახალციხეში გაიმართა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ფესტივალი.
სსიპ – კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა“ ფესტივალზე გამართა მასტერკლასები ვიზიტორებისთვის და წარადგინა პროფესიული პროგრამები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესინჯათ პრაქტიკული უნარები და უკეთ გაეცნოთ კოლეჯის პროფესიულ მიმართულებებსა და პროგრამებს.
ღონისძიებამ გააერთიანა საინფორმაციო, საგამოფენო და კულტურული აქტივობები, რაც ყველა ასაკის სტუმრისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი გამოცდილება აღმოჩნდა.