მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ წელს პირველად, სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ გთავაზობთ გათბობის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების მომსახურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას დუალური მიდგომით
❗️პროგრამა შემუშავებულია საქართველოს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) მხარდაჭერით.
🎯 სწავლება განხორციელდება პარტნიორ კომპანიებში:
✅ შპს „მოდერნ ევროპიან სოლუშენ"
✅ შპს „თბილი სახლი“
💡 დუალური მიდგომა გაძლევთ შესაძლებლობას, სწავლასთან ერთად რეალურ სამუშაო გარემოში მიიღოთ გამოცდილება – ეს არის ყველაზე სწრაფი გზა წარმატებული კარიერისკენ!
💼 პროგრამის ხანგრძლივობა: 13.5 თვე
🎓 სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო აღიარებული პროფესიული დიპლომი
✨ სწავლება სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
👉 რეგისტრაცია შესაძლებელია:
🌐 ონლაინ – vet.emis.ge
🏫 ასევე რესურსცენტრებსა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში, საქართველოს მასშტაბით.
📅 რეგისტრაცია მიმდინარეობს 25 სექტემბრის ჩათვლით.
📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
2 14 03 14 | 2 14 03 15