სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ აცხადებს რეგისტრაციას პროფესიული მომზადების პროგრამაზე
„ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარების, ფანჯრების, მზის დამცავი სისტემების მონტაჟი“პროგრამის მიზანია, მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრი, რომელიც შეძლებს ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარების, ფანჯრების, მზის დამცავი სისტემების კონსტრუქციის ტიპების და მონტაჟისთვის გამოყენებული მასალებისა და მოწყობილობების, ასევე სამონტაჟო სამუშაოების ჩატარების წესების აღწერა-დახასიათებას, მონტაჟისთვის საჭირო ნახაზის/სქემის წაკითხვას, უსაფრთხოების წესების დაცვით ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარების, ფანჯრების, მზის დამცავი სისტემების მონტაჟს; შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმებას, ხარვეზების გამოსწორებას, წარმოქმნილი ნარჩენების უტილიზაციას. რეგისტრაციის ვადები: 2026 წლის 29 მაისიდან 21 ივნისის ჩათვლით. სწავლა დაიწყება არაუგვიანეს 2026 წლის 6 ივლისისა.სასწავლო პროცესი განხორციელდება კოლეჯის და კომპანია „დიო“-ს კეთილმოწყობილ გარემოში.სწავლის ხანგრძლივობა 10 კვირა - 123 საათი, 12 საათი კვირაში.პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი. რეგისტრაციის ვადები, დაშვების წინაპირობები და დოკუმენტების სია
იხილოთ ქვემოთ თანდართულ PDF ფაილში