შეთანხმებისამებრ გიგზავნით ფეისბუქსა და ვებ გვერდზე დასადები მასალის ტექსტს, რომელსაც იმ მასალას დაურთავთ, რასაც ვოთსაპზე დაგიფორვარდებთ.
სსიპ - კოლეჯ ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის″, შპს კოლეჯ ″ბარაკონისა″ და პროგრამა ″უსაფრთხო ონლაინის″ თანამშრომლობით 2026 წლის აგვისტოს თვეში გაიმართება მოკლევადიანი ონლაინ ტრენინგ-კურსი თემაზე ″უსაფრთხო ონლაინი განათლებაში″. კურსი ჩატარდება ჰიბრიდული ფორმატით და მიცავს სამ აქტუალურ თემას: 1. ონლაინ ძალადობის პრევენცია და პირადი მონაცემების დაცვა;
2. საერთაშორისო და საქართველოს ნორმატიული საფუძვლები;
3. ციფრული უსაფრთხოების მართვა და პოლიტიკა კურსი განკუთვლინია კოლეჯის ადმინისტრაციის, პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და პროფესიული სტუდენტებისთვის. ტრენინგის სალექციო მასალები განთავსდება კოლეჯის ვებგვერდზე შესაბამისი ბმულის სახით. ტრენინგ-კურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა 2026 წლის 22 ივლისიდან 01 აგვისტოს ჩათვლით.