სსიპ - კოლეჯი ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი″

კოლეჯის სიახლეები

საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი გერმანიაში

საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი გერმანიაში

სსიპ - კოლეჯი ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი″ პროფესიული უნარების სააგენტოს კონკურსის გამარჯვებულია. კოლეჯის სასწავლო პროცესის მენეჯერმა, მარინე წიკლაურმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სასწავლო ვიზიტში გერმანიაში. 2025 წლის 2-8 თებერვლის ფარგლებში, ჰესენის მიწის Gross-Gerau-ში მან გაეცნო პროფესიული განათლების სისტემას და მიიღო სპეციალური ტრენინგები. ვიზიტის შედეგად მიღებული გამოცდილება გამოყენებული იქნება კოლეჯის სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში.

უნგრეთის დელეგაციის ვიზიტი კოლეჯში

უნგრეთის დელეგაციის ვიზიტი კოლეჯში

2025 წლის 6 თებერვალს სსიპ - კოლეჯ ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი″ უნგრეთის დელეგაციას უმასპინძლა. ვიზიტი ააიპ ″პროფესიული უნარების სააგენტოს″ ინიციატივით განხორციელდა. უნგრეთის პროფესიული განათლების წარმომადგენლებმა პრაქტიკული სწავლების სივრცეები და ინფრასტრუქტურა მოინახულეს, დაათვალიერეს სახელოსნოები, გაეცნენ სწავლების მეთოდებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის რეგულაციებს. დაესწრნენ სასწავლო პროცესს და იმედი გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობაზე.

ტრეფიკინგთან წინააღმდეგ ბრძოლის ცნობიერების ამაღლების ტრენინგი

ტრეფიკინგთან წინააღმდეგ ბრძოლის ცნობიერების ამაღლების ტრენინგი

18 ოქტომბერს ტრეფიკინგთან ბრძოლის ევროპული დღე აღინიშნება. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში, 16 ოქტომბერს, სსიპ - კოლეჯ “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში” საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. პროფესიული სტუდენტების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ტრეფიკინგის შესახებ სასაუბროდ, მოწვეულები იყვნენ სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის თბილისის დაწესებულების წარმომადგენლები, მარიკა ჟორდანია და თამარ ძაგანია. მათ მონაწილეებს გააცნეს ტრეფიკინგის დანაშაულის განმარტება, ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა და საკანონმდებლო ბაზა, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მანდატი, რეფერირების და დაცვის არსებული მექანიზმები და ასევე ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი სერვისები. საინფორმაციო შეხვედრას 100-მდე პროფესიული სტუდენტი დაესწრო, მათი ყურადღება ძირითადად ბავშვთა ტრეფიკინგს დაეთმო. ინტერაქციის ფარგლებში, დაისვა კითხვები ტრეფიკინგის მსხვერპლთა უკეთ იდენტიფიცირების, გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და დაცვის შესახებ. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთი მძიმე ფორმა და სერიოზული დანაშაულია. სსიპ - კოლეჯი “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი” უერთდება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღეს და აგრძელებს სამოქალაქო აქტივობებს სტუდენტების ცნობიერების ამაღლების მიზნით.

დასაქმების ფორუმი 'გუდვილი'

დასაქმების ფორუმი 'გუდვილი'

2024 წლის 18 ოქტომბერს კოლეჯში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ამჯერად, ვაკანსიები წარმოდგენილი იყო საქართველოში პირველი ჰიპერმარკეტების ქსელის „გუდვილის“ მიერ.. #გუდვილი დამსაქმებელმა სტუდენტებს მოქნილი სამუშაო გრაფიკი და შრომითი კანონმდებლობის სრული დაცვით დასაქმება შესთავაზა (მათ შორის, კომფორტული გარემო, უსაფრთხოება, ანაზღაურება და დასაქმებულთა სხვადასხვა უფლებების დაცვა). კარიერული განვითარების სერვისის ფარგლებში, კოლეჯი აგრძელებს თანამშრომლობას გუდვილთან და აპლიკაციის შევსებას სთავაზობს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ადმინისტრაციაში. გისურვებთ წარმატებას.. საქველმოქმედო კლუბის ფარგლებში, დღეს კოლეჯში სისხლის დონაციის აქცია მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და პროფესიულმა სტუდენტებმა/მსმენელებმა. თითოეულის მიერ გაღებული სისხლით შეიძლება მინიმუმ სამი ადამიანის გადარჩენა... 'გაეცი სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე'..

მიმდინარე წლის 15 მაისს, კოლეჯს ბელგიის დელეგაცია ესტუმრა

მიმდინარე წლის 15 მაისს, კოლეჯს ბელგიის დელეგაცია ესტუმრა

შეხვედრა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) IOM Georgia საქართველოს წარმომადგენლობის შუამდგომლობით შედგა. ვიზიტის მიზანი იყო ბელგიიდან საქართველოში ნებაყოფლობით უკან დაბრუნებითი პროგრამის მონიტორინგი და მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობის შეფასება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრების ინტერესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა ქართველი მიგრანტების დასაქმებისა და პროფესიული მომზადება- გადამზადების შესაძლებლობების განსაზღვრა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. სტუმრები გაეცნენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, კოლეჯის ინფრასტრუქტურას, ლაბორატორიასა და სახელოსნოებს, დაათვალიერეს ფაბლაბი და საგამოფენო სივრცეები. კოლეჯი ხელს უწყობს საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებას და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს/პირებს სთავაზობს თანამშრომლობას შესაძლებლობების ფარგლებში.

წარმატებული კურსდამთავრებულთა შეხვედრა სტუდენტებთან

წარმატებული კურსდამთავრებულთა შეხვედრა სტუდენტებთან

კურსდამთავრებულთა კლუბის ფარგლებში, 19 ივლისს ახლადჩარიცხული სტუდენტებისთვის ღია კარის დღე მოეწყო. ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ სხვადასხვა პროგრამის კურსდამთავრებულები, რომელთაც გამოცდილება გაუზიარეს მომავალ სტუდენტებს და უპასუხეს მათთვის დასმულ შეკითხვებს, რომელიც კოლეჯში სწავლებას და დასაქმების პერსპექტივებს შეეხებოდა. კლუბის ფარგლებშიც, მუდმივად ხდება წარმატების ისტორიების გაზიარება და კურსდამთავრებულებისა და მოქმედი სტუდენტების პროფესიული დაკავშირება. კურსდამთავრებულების ჩართვა პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია.

College Dog
ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქუჩა, №44