პროექტში „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“კონკურსში გამარჯვებისათვის გლდანის კოლეჯს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცა.
4 ივნისს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პროექტის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. პროექტის მონაწილე მოხალისე მასწავლებლებმა მიმდინარე სასწავლო წელი შეაჯამეს და ერთმანეთს მიღებული გამოცდილება გაუზიარეს.
2019 წელს პროექტში ჩართულია 38 მოხალისე მასწავლებელი, რომელიც საქართველოს 9 რეგიონის 63 საჯარო სკოლასა და 4 პროფესიულ კოლეჯში არიან გადანაწილებული.
პროექტის განხორციელება 2010 წელს დაიწყო. საქართველოს ყოველწლიურად უცხოენოვან მოხალისე მასწავლებელთა ჯგუფი სტუმრობს, მოხალისე მასწავლებლები ცხოვრობენ მასპინძელ ოჯახებში და დასაქმებულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში, სადაც, ადგილობრივ მასწავლებლებთან და თემის სხვა წევრებთან თანამშრომლობით, აქტიურად ერთვებიან სასკოლო და სათემო ცხოვრებაში.
გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი პროექტში ჩართულია 2018 წლიდან. მოხალისე მასწავლებელი ჯეფრი სილვერმანი კოლეჯის სტუდენტენტებს ინგლისურ ენას ასწავლის და მათთვის მრავალფეროვან პროექტებს ახორციელებს.
პროექტში „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ 2018-2019 სასწავლო წელს აქტიური მონაწილეობისა და 2018-2019 სასწავლო წელს გამართულ პროექტების კონკურსში გამარჯვებისათვის გლდანის კოლეჯს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცა.
თარიღი: