სსიპ - კოლეჯი ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი″

კოლეჯის სიახლეები

გათბობის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების მომსახურება

გათბობის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების მომსახურება

მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ წელს პირველად, სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ გთავაზობთ გათბობის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების მომსახურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას დუალური მიდგომით❗️პროგრამა შემუშავებულია საქართველოს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) მხარდაჭერით.🎯 სწავლება განხორციელდება პარტნიორ კომპანიებში:✅ შპს „მოდერნ ევროპიან სოლუშენ" ✅ შპს „თბილი სახლი“💡 დუალური მიდგომა გაძლევთ შესაძლებლობას, სწავლასთან ერთად რეალურ სამუშაო გარემოში მიიღოთ გამოცდილება – ეს არის ყველაზე სწრაფი გზა წარმატებული კარიერისკენ! 💼 პროგრამის ხანგრძლივობა: 13.5 თვე 🎓 სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო აღიარებული პროფესიული დიპლომი ✨ სწავლება სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ 👉 რეგისტრაცია შესაძლებელია: 🌐 ონლაინ – vet.emis.ge 🏫 ასევე რესურსცენტრებსა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში, საქართველოს მასშტაბით. 📅 რეგისტრაცია მიმდინარეობს 25 სექტემბრის ჩათვლით. 📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2 14 03 14 | 2 14 03 15

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!

სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ წლის 1 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით აცხადებს რეგისტაციას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლოპროგრამებზე:✅ ინფორმაციის ტექნოლოგია;✅ front-end დეველოპმენტი;✅ საფინანსო სერვისები;✅ მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება;✅ მსუბუქი ავტომობილის ძრავას შეკეთება;✅ მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება;✅ გათბობის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების მომსახურება (დუალური).რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე vet.emis.ge ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.2025 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზესასწავლო ცვლები და შერჩევის მეთოდები იხილოთ ქვემოთ თანდართულ PDF ფაილშიშენიშვნა: სასწავლო პროცესის დაწყება-დასრულების დრო შესაძლოა შეიცვალოს. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ კოლეჯის ადმინისტრაციას.სწავლება წარიმართება სალექციო განრიგის (ცხრილის) მიხედვით, რომელიც შედგენილია საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად. სწავლის დაწყებამდე სალექციო ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ კოლეჯში, ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას. არაქართულ ენაზე შერჩევის შემთხვევაში ამ პირთათვის საბაზო დონის პროგრამაზე სწავლება დაიწყება ქართული ენის მოდულით „ქართული ენა A2“, ხოლო საშუალო და უმაღლესი დონის პროგრამაზე - „ქართული ენა A2“ და „ქართული ენა B1“.ინფორმაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებისა და სწავლების შესახებ შეიძლება მიიღოთ ვებ-მისამართზე profgldani.geკოლეჯში ასევე მიმდინარეობს ონლაინ კონსულტაციადამატებითი შეკითხვებისათვის მოგვწერეთ ან დარეკეთ კოლეჯის ცხელ ხაზზე:მის: ქ. თბილისი, გლდანი, ილია ვეკუას ქ. N44, მე-5 და მე-6 მ/რაიონებს შორის2-140314, 2-140315

ერთწლიანი სამოქმედო გეგმის (12.08.2024წ.-31.12.2025წ.) პროექტის განხილვები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმის (12.08.2024წ.-31.12.2025წ.) პროექტის განხილვები

სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ დაწყებულია ერთწლიანი სამოქმედო გეგმის (12.08.2024წ.-31.12.2025წ.) პროექტის საჯარო განხილვები, რომელშიც ვიმედოვნებთ, რომ თქვენც ჩაერთვებით. ერთწლიანი სამოქმედო გეგმის (12.08.2024წ.-31.12.2025წ.) პროექტის შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა დაასრულა სამუშაოები. დოკუმენტი მუშავდება გუნდურად, აქტიური ჩართულობით, თანამშრომლობისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზის საფუძველზე, კვლევების/პროგნოზების, წინა წლი(ებ)ის სამოქმედო გეგმების შეფასების, შედეგების, ანალიზის, ანგარიშებისა და დასკვნების გათვალისწინებით და სხვა აპრობირებული მეთოდოლოგიით. ერთწლიანი სამოქმედო გეგმა უნდა ასახავდეს სტრატეგიულ გეგმაში წარმოდგენილი მიზნების მიღწევისათვის საჭირო კონკრეტულ ნაბიჯებს და ცხადყოფდეს სტრატეგიულ გეგმაში მოცემული მიზნების მიღწევის გზებს, ამ მიზნების ერთგვარ „ჩაშლას“ უფრო მცირე და ადვილად მართვად კომპონენტებად. ვინაიდან დაგეგმვის პროცესის ყველა კომპონენტი უნდა შემუშავდეს გუნდურად, აქტიური ჩართულობით, რათა ყველას ჰქონდეს საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა და საბოლოო პროდუქტის მიმართ საკუთრების განცდა, სამუშაო ჯგუფი მზად არის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის (12.08.2024წ.-31.12.2025წ.) პროექტთან დაკავშირებით, ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ პირთან, რომლებმაც შეიძლება მოგვმართონ ნებისმიერი წინადადებითა თუ შენიშვნით ელექტრონულად, ასევე ადგილზე კოლეჯში არაუგვიანეს 2025 წლის 11 აგვისტოს. დამატებით გაცნობებთ, რომ პროექტი წარმოადგენს მხოლოდ სამუშაო ვერსიას და საბოლოო, შესაბამისი რეკომენდაციებისა და შენიშვნების გათვალისწინებით შეჯერებული საბოლოო ერთობლივი ნაშრომი დამატებით განთავსდება კოლეჯის ოფიციალურ ვებგვერდზე.

დებატების კლუბი

დებატების კლუბი

სსიპ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ წარმატებით განხორციელდა ექსტრაკურიკულური პროექტი „დებატების კლუბი“, რომელიც პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით და საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის პარტნიორობით ხორციელდებოდა.კლუბის წევრები მონაწილეობდნენ ინტერაქტიულ ტრენინგებსა და პრაქტიკულ დებატებში, სადაც დაეუფლნენ საჯარო გამოსვლის წესებს, ფორმალური კამათის ტექნიკებს, არგუმენტაციის სტრატეგიებს, გუნდურ მუშაობას და კომუნიკაციის უნარების განვითარებას.სტუდენტებმა ასევე სტუმრობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც დაესწრნენ საჯარო დებატებს და მონაწილეობდნენ ღია დისკუსიებში. მათ შეაფასეს გუნდების სტრატეგიები, გაანალიზეს გამოსვლების ძლიერი და სუსტი მხარეები და თავადაც შესთავაზეს რეკომენდაციები.პროექტის ფარგლებში ჩატარდა მრავალფეროვანი სავარჯიშოები, სიმულაციური დებატები და პრაქტიკული დავალებები, რაც სტუდენტების კრიტიკული აზროვნების, თვითპრეზენტაციის, მოსმენისა და საჯარო გამოსვლის უნარებს აუმაღლებდა. ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნა დებატების მნიშვნელობა სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარებისა და მომავალი კარიერული გამოწვევებისთვის.პროექტი წარმატებით დასრულდა, სტუდენტებმა მიიღეს მნიშვნელოვანი გამოცდილება, და კოლეჯი მადლობას უხდის ჩართულ მხარეებს ამ შესაძლებლობისთვის.

გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი კონკურსზე „პროფესიული განათლება მოდის ინდუსტრიაში“

გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი კონკურსზე „პროფესიული განათლება მოდის ინდუსტრიაში“

სსიპ კოლეჯმა „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა“ ღირსეულად წარადგინა საკუთარი შემოქმედებითი ხედვა პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ კონკურსზე „პროფესიული განათლება მოდის ინდუსტრიაში“. კოლეჯის კონცეფცია „კლასიკური სიმფონია თანამედროვე მოტივებით“ შთაგონებული იყო კლასიკური მოდის მარადიული ელეგანტურობით და გამდიდრებული თანამედროვე ტრენდების სუფთა და მკვეთრი ხაზებით. შავი, თეთრი და წითელი ფერების ჰარმონია არა მხოლოდ ვიზუალურ ეფექტს ქმნიდა, არამედ კონცეფციის იდეის სიმტკიცესაც უსვამდა ხაზს.კონკურსი სტუდენტებისთვის იქცა არა მხოლოდ კრეატიულ გამოწვევად, არამედ პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან ეტაპად. ინტენსიური პრაქტიკული მუშაობის პროცესში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა ემუშავათ პედაგოგებთან, მენტორებთან და ინდუსტრიის წარმომადგენლებთან რეალურ პროფესიულ გარემოში.აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა წარმატებული საჯარო-კერძო პარტნიორობის ნათელი მაგალითია, რომელიც ადასტურებს, რომ ერთობლივი ძალისხმევა საშუალებას იძლევა საგანმანათლებლო სივრცე კიდევ უფრო გაღრმავდეს და ახალგაზრდებისთვის ინსპირირებული, რეალურ პრაქტიკაზე დაფუძნებული შესაძლებლობები შეიქმნას.განსაკუთრებული მადლობა სამუშაო ჯგუფის თითოეულ წევრს – სტუდენტებს, პედაგოგებსა და მენტორს, რომელთა ჩართულობით მოდის სცენაზე შეიქმნა უნიკალური სინთეზი, რომელიც სტილს, ნიჭსა და განათლებას აერთიანებდა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, საჯარო-კერძო პარტნიორობის განვითარების ფარგლებში, კოლეჯს გადაეცა სერტიფიკატი დარგობრივ კონკურსში მონაწილეობისთვის

„გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ მინი ფეხბურთის ტურნირი

„გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ მინი ფეხბურთის ტურნირი

სსიპ – კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ გაიმართა მინი ფეხბურთის შიდა ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროფესიული პროგრამის სტუდენტები. ტურნირის მიზანი იყო საუკეთესო მოთამაშეების გამოვლენა, რომლებიც კოლეჯის სახელით მიიღებენ მონაწილეობას კოლეჯებს შორის დაგეგმილ ჩემპიონატში. ღონისძიება გამოირჩეოდა სპორტული სულისკვეთებით, დინამიკური და საინტერესო თამაშებით. სტუდენტებმა გამოავლინეს მაღალი ტექნიკური უნარები, გუნდური თამაშის კარგი ორგანიზება და გამარჯვებისკენ მიმავალი დაუღალავი მონდომება. კოლეჯის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, ორგანიზატორებსა და გულშემატკივრებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ტურნირის წარმატებით ჩატარებაში.

College Dog
ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქუჩა, №44