სსიპ - კოლეჯი ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი″

კოლეჯის სიახლეები

სსიპ - კოლეჯი "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი" პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია 2 საკონკურსო ნომინაციაში

სსიპ - კოლეჯი "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი" პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია 2 საკონკურსო ნომინაციაში

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ არის ყოველწლიური კონკურსი, რომელიც 2017 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, მისი განვითარებისა და ბიზნესთან ინტეგრაციის ხელშეწყობას. კონკურსი აერთიანებს პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლებს, სტუდენტებს, მასწავლებლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ბიზნესსექტორს, რათა გამოავლინოს წლის საუკეთესო პროექტები და ინიციატივები. ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებულები ოთხ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ: ★ წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი ★ წლის პროფესიული განათლების პროგრამა ★ წლის პროფესიული განათლების სტუდენტი ★ წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი ⚜ სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ წელს განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩეოდა, რადგან ორი ნომინაციის გამარჯვებული გახდა. ★ წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი – გურამ დავითლიძე, სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“. ★ წლის პროფესიული განათლების პროგრამა – „ინდუსტრიული დიზაინის შესრულება“, სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“. ეს აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კოლეჯის მაღალი ხარისხის პროგრამებს და მისი პროფესიონალი მასწავლებლების შრომას.

კოლეჯის დირექტორის ვიზიტი Festo Didactic-ის ლაბორატორიაში, სტამბულში

კოლეჯის დირექტორის ვიზიტი Festo Didactic-ის ლაბორატორიაში, სტამბულში

2025 წლის 13-14 თებერვალს, კოლეჯის დირექტორმა ნოდარ ხარაზიშვილმა მონაწილეობა მიიღო Festo Didactic-ის მიერ ორგანიზებულ გაცნობით ვიზიტში სტამბულში. ვიზიტის მიზანი იყო სამომავლო თანამშრომლობის განხილვა და თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გაცნობა. დირექტორმა გაეცნო კომპანიის ლაბორატორიულ ინფრასტრუქტურას, ინოვაციურ სასწავლო პროგრამებსა და უახლეს ტექნოლოგიებს. Festo Didactic, რომელიც WorldSkills-ის პარტნიორია 1991 წლიდან, გლობალური ლიდერია პროფესიულ განათლებაში.

საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი გერმანიაში

საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი გერმანიაში

სსიპ - კოლეჯი ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი″ პროფესიული უნარების სააგენტოს კონკურსის გამარჯვებულია. კოლეჯის სასწავლო პროცესის მენეჯერმა, მარინე წიკლაურმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სასწავლო ვიზიტში გერმანიაში. 2025 წლის 2-8 თებერვლის ფარგლებში, ჰესენის მიწის Gross-Gerau-ში მან გაეცნო პროფესიული განათლების სისტემას და მიიღო სპეციალური ტრენინგები. ვიზიტის შედეგად მიღებული გამოცდილება გამოყენებული იქნება კოლეჯის სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში.

უნგრეთის დელეგაციის ვიზიტი კოლეჯში

უნგრეთის დელეგაციის ვიზიტი კოლეჯში

2025 წლის 6 თებერვალს სსიპ - კოლეჯ ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი″ უნგრეთის დელეგაციას უმასპინძლა. ვიზიტი ააიპ ″პროფესიული უნარების სააგენტოს″ ინიციატივით განხორციელდა. უნგრეთის პროფესიული განათლების წარმომადგენლებმა პრაქტიკული სწავლების სივრცეები და ინფრასტრუქტურა მოინახულეს, დაათვალიერეს სახელოსნოები, გაეცნენ სწავლების მეთოდებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის რეგულაციებს. დაესწრნენ სასწავლო პროცესს და იმედი გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობაზე.

ტრეფიკინგთან წინააღმდეგ ბრძოლის ცნობიერების ამაღლების ტრენინგი

ტრეფიკინგთან წინააღმდეგ ბრძოლის ცნობიერების ამაღლების ტრენინგი

18 ოქტომბერს ტრეფიკინგთან ბრძოლის ევროპული დღე აღინიშნება. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში, 16 ოქტომბერს, სსიპ - კოლეჯ “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში” საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. პროფესიული სტუდენტების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ტრეფიკინგის შესახებ სასაუბროდ, მოწვეულები იყვნენ სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის თბილისის დაწესებულების წარმომადგენლები, მარიკა ჟორდანია და თამარ ძაგანია. მათ მონაწილეებს გააცნეს ტრეფიკინგის დანაშაულის განმარტება, ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა და საკანონმდებლო ბაზა, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მანდატი, რეფერირების და დაცვის არსებული მექანიზმები და ასევე ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი სერვისები. საინფორმაციო შეხვედრას 100-მდე პროფესიული სტუდენტი დაესწრო, მათი ყურადღება ძირითადად ბავშვთა ტრეფიკინგს დაეთმო. ინტერაქციის ფარგლებში, დაისვა კითხვები ტრეფიკინგის მსხვერპლთა უკეთ იდენტიფიცირების, გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და დაცვის შესახებ. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთი მძიმე ფორმა და სერიოზული დანაშაულია. სსიპ - კოლეჯი “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი” უერთდება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღეს და აგრძელებს სამოქალაქო აქტივობებს სტუდენტების ცნობიერების ამაღლების მიზნით.

დასაქმების ფორუმი 'გუდვილი'

დასაქმების ფორუმი 'გუდვილი'

2024 წლის 18 ოქტომბერს კოლეჯში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ამჯერად, ვაკანსიები წარმოდგენილი იყო საქართველოში პირველი ჰიპერმარკეტების ქსელის „გუდვილის“ მიერ.. #გუდვილი დამსაქმებელმა სტუდენტებს მოქნილი სამუშაო გრაფიკი და შრომითი კანონმდებლობის სრული დაცვით დასაქმება შესთავაზა (მათ შორის, კომფორტული გარემო, უსაფრთხოება, ანაზღაურება და დასაქმებულთა სხვადასხვა უფლებების დაცვა). კარიერული განვითარების სერვისის ფარგლებში, კოლეჯი აგრძელებს თანამშრომლობას გუდვილთან და აპლიკაციის შევსებას სთავაზობს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ადმინისტრაციაში. გისურვებთ წარმატებას.. საქველმოქმედო კლუბის ფარგლებში, დღეს კოლეჯში სისხლის დონაციის აქცია მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და პროფესიულმა სტუდენტებმა/მსმენელებმა. თითოეულის მიერ გაღებული სისხლით შეიძლება მინიმუმ სამი ადამიანის გადარჩენა... 'გაეცი სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე'..

College Dog
ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქუჩა, №44