სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ აცხადებს რეგისტრაციას პროფესიული მომზადების პროგრამაზე „სოციალური მედიის მართვა“

News Poster

პროგრამის მიზანია მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრი, რომელიც შეძლებს კომპანიის/ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად სოციალური მედიის მართვის სტრატეგიის დაგეგმვას, სოციალური მედიის გვერდზე სხვადასხვა ფორმატის პოსტის მომზადებასა და განთავსებას; სოციალური ქსელის სარეკლამო პლატფორმების მართვას; სოციალური მედიის გვერდის და რეკლამის მართვის შედეგების გაზომვას; სოციალურ ქსელში მომხმარებლებთან კომუნიკაციის წარმოებას.

რეგისტრაციის ვადები: 2021 წლის 6 ოქტომბრიდან 2021 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით.
https://vet.emis.ge/#/

პროგრამაზე დაშვების წინაპირობებია:
• სრული ზოგადი განათლება;
• ტესტირება ინგლისურის ცოდნის შესამოწმებლად და წერის უნარ-ჩვევების გასაზომად B1;
• გასაუბრება.

ტესტირება: 20.10.2021წ. გასაუბრება: 21.10.2021წ.

დამატებითი მოთხოვნები:
• კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა.
• კომპიუტერთან და ინტერნეტთან წვდომა.

კოლეჯში მისაღებად საჭირო დოკუმენტები:
1. აპლიკანტის, შეზღუდულ ქმედუნარიანი/ მხარდაჭერის მიმღები აპლიკანტის შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
2. აპლიკანტის, შეზღუდულ ქმედუნარიანი/ მხარდაჭერის მიმღები აპლიკანტის შემთხვევაში, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
4. 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე;
5. სრული ზოგადი/უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი, ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის დედანი ან/და ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა სრული ზოგადი განათლების დაძლევის გარეშე, თუ სრული ზოგადი განათლება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს;
6. უცხოეთში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
7. მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებული დოკუმენტების არქონის ან არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (მაგ. სამახსოვრო ბარათი, განცხადების რეგისტრაციის ფურცელი და ა.შ.), მოთხოვნის წარდგენიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში. მითითებულ ვადაში აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობის ან არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში მსმენელს შეუწყდება სტატუსი;
8. კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.

აღნიშნული დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან არასრულყოფილად წარდგენა გახდება აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.

სწავლა დაიწყება არაუგვიანეს 2021 წლის 26 ოქტომბერი.
სასწავლო პროცესი წარიმართება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში.
სწავლის ხანგრძლივობა 17 კვირა - 105 საათი, 6 საათი კვირაში; გამონაკლისი - მე-13 კვირა- 8 საათი კვირაში; მე-17 კვირა - 7 საათი კვირაში.

პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები