სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

,,სოციალური მედიის მართვა ,, ინფორმაცია ტესტირების შესახებ

News Poster
მოგესალმებით,

მადლობა, რომ მონაწილეობთ სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ მიერ „სოციალური მედიის მართვის“ პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
როგორც იცით, აპლიკანტების პროგრამაზე დაშვების წინაპირობებია:
• სრული ზოგადი განათლება;
• ტესტირება ინგლისური ენის ცოდნის შესამოწმებლად (B1);
• გასაუბრება.
• ტესტირება - 2021 წლის 20 ოქტომბერი;
• გასაუბრება - 2021 წლის 21 ოქტომბერი.
ტესტირება და გასაუბრება წარიმართება დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
პირველი ეტაპი:
ტესტირებაში მონაწილეობისათვის გამოგეგზავნებათ შესაბამისი ლინკი, რომელიც გააქტიურდება 2021 წლის 20 ოქტომბერს.
ტესტის შეფასების მაქსიმალური ქულა შეადგენს 70 - ს. ტესტი შედგება დახურული კითხვებისაგან. ტესტირების ხანგრძლივობა - 1 საათი. მეორე ეტაპზე გადავა მაქსიმალური ქულის მქონე 25 აპლიკანტი. თანაბარი საკონკურსო ქულების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, განისაზღვროს დამატებითი საკონკურსო ეტაპი საუკეთესო აპლიკანტის გამოვლენის მიზნით.
მეორე ეტაპი:
გასაუბრება გაიმართება 2021 წლის 21 ოქტომბერს დღის 11:00 საათიდან Zoom-ონლაინ პლატფორმის გამოყენებით. თითოეული აპლიკანტისათვის გამოყოფილია დროის ხანგრძლივობა არაუმეტეს 15 წუთისა.
შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს, რომელიც გამოგეგზავნებათ დამატებით გასაუბრების დაწყებამდე თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
გისურვებთ წარმატებებს.
პროგრამაზე მსმენელთა ჩარიცხვის წესი და პირობები

სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები