სსიპ - კოლეჯი ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი″

კოლეჯის სიახლეები

2025 წლის შემოდგომის მიღებაზე სასურველი პროგრამის შერჩევა

2025 წლის შემოდგომის მიღებაზე სასურველი პროგრამის შერჩევა

თუ დარეგისტრირდით წლის შემოდგომის მიღებაზე და გაირეთ მოტივაციური გასაუბრება კოლეჯში, სარეგიტრაციო სისტემაში vet.emis.ge-ზე აპლიკანტის პირად პროფაილში შეგიძლიათ მიუთითოთ კონკრეტული პროგრამა და იხილოთ რეიტინგული სიაში თქვენი ადგილი. აპლიკანტებს სარეგისტრაციო სისტემაში (vet.emis.ge) ავტორიზაციის შემდგომ აქვთ წვდომა შედეგებზე, სადაც მოცემულია მათ მიერ არჩეული პროგრამა/პროგრამები, რეიტინგული ქულა, ადგილი რეიტინგულ სიაში და ა.შ რეიტინგული სიების შედეგები, საბოლოო არჩევანის და დოკუმენტების წარდგენის ვადები იხილოთ ქვემოთ თანდართულ PDF ფაილში.სწავლის დაწყება: 2025 წლის 25 ნოემბერი გისურვებთ წარმატებებს!

უნგრეთის დელეგაციის ვიზიტი კოლეჯში

უნგრეთის დელეგაციის ვიზიტი კოლეჯში

სსიპ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრს“ ეწვივნენ უნგრეთის Kaposvár Vocational Training Centre-ის წარმომადგენლები. სტუმრებს შორის იყო ცენტრის გენერალური დირექტორი და პროფესიული უნარების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი.🎯 ვიზიტის ფარგლებში კოლეჯის დირექტორმა სტუმრებს გააცნო სასწავლო დაწესებულება. მათ დაათვალიერეს აუდიტორიები, სახელოსნოები და ფაბლაბის ლაბორატორია, სადაც დეტალურად გაეცნენ კოლეჯის ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროცესს.აღნიშნულის შემდეგ გაიმართა კოლეჯის არსებული საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია, რომელსაც უძღვებოდა პროფესიული მასწავლებელი მარიამ ბებრიშვილი. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, რაც მხარეებს საშუალებას აძლევდა გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვისთვის.სსიპ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ მადლობას უხდის სტუმრებს გამოჩენილი ინტერესისა და ნაყოფიერი შეხვედრისთვის. კოლეჯი აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

აპლიკანტთა საყურადღებოდ!

აპლიკანტთა საყურადღებოდ!

მადლობთ, რომ დარეგისტრირდით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“.გაცნობებთ, სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული მოტივაციური გასაუბრების თარიღის შესახებ ინფორმაცია ასახულია პორტალზე:vet.emis.ge იმისთვის, რომ იხილოთ თქვენი საგამოცდო თარიღი, უნდა ეწვიოთ აღნიშნულ საიტს vet.emis.ge და გაიაროთ ავტორიზაცია პირადი ნომრისა და პაროლის მითითებით. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, თქვენს პროფაილზე ატვირთული იქნება საგამოცდო ბარათი კოლეჯის მიერ ორგანიზებულიმოტივაციური გასაუბრებისკონკრეტული თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზაციისას შეგექმნათ დაბრკოლება, მაგალითად ვერ იხსენებთ პაროლს, დახმარებისთვის დარეკეთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცხელ ხაზზე:2-200-220.პროფესიული საგანმანათლებლო ტესტის ნიმუშების გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის წესიდამატებით გაცნობებთ, რომ შერჩევებთან დაკავშირებით თქვენს პროფაილზე ინფორმაციის ასახვა ხდება ეტაპობრივად, ყველა აპლიკანტის ანგარიშზე იქნება ასახული კოლეჯის მიერ ორგანიზებული მოტივაციური გასაუბრების შესახებ ინფორმაცია.კოლეჯის მიერ ორგანიზებული მოტივაციური გასაუბრების დაწყებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცია.პროფესიები და გასაუბრების თარიღები იხილოთ ქვემოთ თანდართულ PDF ფაილში.გისურვებთ წარმატებებს!

„თბილი სახლი“ და MES Georgia პროფესიული განათლების პარტნიორები

„თბილი სახლი“ და MES Georgia პროფესიული განათლების პარტნიორები

კომპანიები „თბილი სახლი“ და MES Georgia სამშენებლო სფეროს კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების პროცესში ერთვებიან – ინფორმაციას ავრცელებს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია.„პროგრამის ფარგლებში, რომელზე მიღებაც უკვე გამოცხადდა და 25 სექტემბრამდე გრძელდება, სტუდენტებს შეეძლებათ გათბობის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების მომსახურების შესწავლა. თეორიული სწავლება გაიმართება კოლეჯში „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“, ხოლო პრაქტიკული ნაწილი – კომპანიების საწარმოებში.პარტნიორობა შედგა მშენებლობისა და ინჟინერიის დუოს ძალისხმევით.„ჩვენ ვეცადეთ, აღნიშნული კოლაბორაციის ინიცირებით შეგვექმნა შესაძლებლობა, რომელიც სტუდენტებს მისცემს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებას. პარტნიორი კომპანიები – „თბილი სახლი“ და „მოდერნ ევროპიან სოლუშენ“, რომლებიც უკვე ფლობენ სასწავლო საწარმოს სტატუსს, უმასპინძლებენ შერჩეულ სტუდენტებს თავიანთ ობიექტებზე. ამგვარი თანამშრომლობა ქმნის პროფესიონალებს, რომლებიც მზად არიან რეალური სამუშაოსთვის და პასუხობენ ბაზრის მოთხოვნებს. იმედი გვაქვს, პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მაღალი კომპეტენციით შეხვდებიან შრომის ბაზრის გამოწვევებს“ – აცხადებს ლილე შალიკიანი, მშენებლობისა და ინჟინერიის დუოს და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის მენეჯერი.პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია 25 სექტემბრამდე, როგორც ონლაინ პლატფორმა vet.emis.ge-ს საშუალებით, ისე საქართველოს მასშტაბით, რესურსცენტრებსა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი სამშენებლო ინდუსტრიისათვის განსაკუთრებით აქტუალურია. სწორედ ამიტომ, მშენებლობისა და ინჟინერიის დუო ზრუნავს ამ დეფიციტის შემცირებაზე პროფესიული განათლების ხელშეწყობისა და სხვა აქტივობებით.“სტატიის სრული ვერსია შეგიძლია იხილოთ ბმულზე– გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი

თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის ცხადდება რეგისტრაცია მოკლევადიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის ცხადდება რეგისტრაცია მოკლევადიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

1. „ტანსაცმლის დიზაინი და კერვა“ (117თ. სწავლება სასწავლო აუდიტორიაში), 2. „სოციალური მედიის მართვა“ (50სთ. ონლაინ სწავლება), 3. „კომპიუტერული ქსელისა და სისტემების ტექნიკოსი“ (117თ. სწავლება სასწავლო აუდიტორიაში), 4. „კომპიუტერული გრაფიკოსი (რასტრული გამოსახულების შექმნა და დამუშავება)“ (117თ. სწავლება სასწავლო აუდიტორიაში), 5. „ვებპროგრამირება - Backend / API შექმნა (Python, Django, MySQL ტექნოლოგიები)“ (117თ. სწავლება სასწავლო აუდიტორიაში), 6. „ინტერიერის დიზაინი-3Ds Max“ (128თ. სწავლება სასწავლო აუდიტორიაში), 7. „საინჟინრო კომპიუტერულ გრაფიკულ პროგრამებში მუშაობა“ (90თ. სწავლება სასწავლო აუდიტორიაში), 8. „მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი“(117თ. სწავლება სასწავლო აუდიტორიაში), 9. „ბრენდდიზაინი“ (128თ. სწავლება სასწავლო აუდიტორიაში), 10. „კიბერუსაფრთხოების საფუძვლები“ (100თ. სწავლება სასწავლო აუდიტორიაში). 11. „IT-პროექტების მენეჯმენტი“ (100თ. სწავლება სასწავლო აუდიტორიაში), პროექტი ითვალისწინებს ქ. თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით პროფესიული უნარების განვითარების გზით, შრომის ბაზრის ადეკვატური შრომითი რესურსების პროფესიულ მომზადება-გადამზადებას, სოციალურ ინტეგრაციას და დასაქმების ხელშეწყობას. რეგისტრაციის ვადები: 2025 წლის 17 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით. თითოეულ პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა - არაუმეტეს 3 თვე. სწავლა დაიწყება 2025 წლის 27 ოქტომბრიდან, კვირაში 2-5 დღე, დღეში 3-5 საათი. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე www.dasakmdi.ge შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები:👉 რეგისტრაცია - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 👉 მინიმალური ასაკი - 18 წელი. აქ) „სოციალური მედიის მართვა“ დაშვების დამატებითი წინაპირობაა გასაუბრება ინგლისური ენის ცოდნის შესამოწმებლად -B1.ბ) „ინტერიერის დიზაინი-3Ds Max“ და „ბრენდდიზაინი“ დაშვების დამატებითი წინაპირობაა Adobe-ფოტოშოპის საფუძვლების ცოდნა. კოლეჯში მისაღებად საჭირო დოკუმენტები: 👉 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) სერტიფიკატირეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად www.dasakmdi.ge.მის: ქ. თბილისი, გლდანი, ილია ვეკუას ქუჩა, N44 (მე-5 და მე-6 მიკრორაიონებს შორის).ტელ: 032 2-140-314; 2-140-315

გათბობის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების მომსახურება

გათბობის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების მომსახურება

მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ წელს პირველად, სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ გთავაზობთ გათბობის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების მომსახურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას დუალური მიდგომით❗️პროგრამა შემუშავებულია საქართველოს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) მხარდაჭერით.🎯 სწავლება განხორციელდება პარტნიორ კომპანიებში:✅ შპს „მოდერნ ევროპიან სოლუშენ" ✅ შპს „თბილი სახლი“💡 დუალური მიდგომა გაძლევთ შესაძლებლობას, სწავლასთან ერთად რეალურ სამუშაო გარემოში მიიღოთ გამოცდილება – ეს არის ყველაზე სწრაფი გზა წარმატებული კარიერისკენ! 💼 პროგრამის ხანგრძლივობა: 13.5 თვე 🎓 სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო აღიარებული პროფესიული დიპლომი ✨ სწავლება სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ 👉 რეგისტრაცია შესაძლებელია: 🌐 ონლაინ – vet.emis.ge 🏫 ასევე რესურსცენტრებსა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში, საქართველოს მასშტაბით. 📅 რეგისტრაცია მიმდინარეობს 25 სექტემბრის ჩათვლით. 📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2 14 03 14 | 2 14 03 15

College Dog
ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქუჩა, №44