2023 წელს ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა და ვადები
სარეგიტრაციო სისტემაში vet.emis.ge -ზე აპლიკანტის პირად პროფილში შეგიძლიათ მიუთითოთ კონკრეტული პროგრამა და იხილოთ რეიტინგული სიაში თქვენი ადგილი. აპლიკანტი, რომელიც რეიტინგულ სიაში მოხვდა, პირდაპირ მოდის კოლეჯში საბუთების წარმოსადგენად და ხელშეკრულების გასაფორმებლად.
2023 წელს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად აპლიკანტების მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ვადებია,
2023 წლის 19 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით (09:30 საათიდან 18:30 საათამდე).
გთხოვთ, არ გადააცილოთ დადგენილ ვადას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
აპლიკანტმა კოლეჯში უნდა წარმოადგინოს:
1 - აპლიკანტის, შეზღუდულ ქმედუნარიანი/ მხარდაჭერის მიმღები აპლიკანტის შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
2 - აპლიკანტის, შეზღუდულ ქმედუნარიანი/ მხარდაჭერის მიმღები აპლიკანტის შემთხვევაში, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3 - არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
4 - 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე;
5 - საბაზო საფეხურის/სრული ზოგადი/უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის დედანი ან/და ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების ან/და სრული ზოგადი განათლების დაძლევის გარეშე, თუ საბაზო/სრული ზოგადი განათლება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს;
6 - უცხოეთში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
7 - მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებული დოკუმენტების არქონის ან არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, აპლიკანტი ვალდებულია, წარმოადგინოს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ცნობა საბაზო/სრული ზოგადი საფეხურის დაძლევის/პროფესიული კვალიფიკაციის ან აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ, მაგალითად: სამახსოვრო ბარათი, განცხადების რეგისტრაციის ფურცელი და ა.შ.) ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. მითითებულ ვადაში აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობის ან არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტს შეუწყდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი.
8 - საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის პარალელურად, სწავლობენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე და მათი განათლება დადასტურებულია განათლების მართვის საინტერესო სისტემის მიერ.
9 - კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
10 - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტის ასლი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას მატერიალური სახით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აპლიკანტი/კანონიერი წარმომადგენილი ობიექტური მიზეზის გამო (კოვიდპანდემიის, ჯანმრთელობის მდგომარეობის და სხვა ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო) ვერ ახერხებს ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენას. ჩასარიცხად გაწერილი დოკუმენტაცია ელექტრონული სახით გადმოგზავნილ უნდა იქნას კოლეჯის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე- profgldaniedu@gmail.com.
აღნიშნული დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან არასრულყოფილად წარდგენა გახდება აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.
✍ პირველადი ჩარიცხვები
1 - საბაზო პროფესიულ პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობის 70%-ის ფარგლებში, ჩარიცხვა ხორციელდება იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონეა ზოგადი განათლების საბაზო საფეხური, ხოლო 30%-ის ფარგლებში, ჩარიცხვა ხორციელდება იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონე აღემატება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს.
2 - საშუალო პროფესიულ და უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების რაოდენობის 70%-ის ფარგლებში, აპლიკანტთა ჩარიცხვა ხორციელდება იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონეა სრული ზოგადი განათლება, ხოლო პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების რაოდენობის 30%-ის ფარგლებში, რეიტინგული სია დგება იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონეა პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება.
3 - აპლიკანტი, რომელსაც რეგისტრაციისას არჩეული აქვს რამდენიმე პროგრამა, უფლებამოსილია ჩაირიცხოს მხოლოდ ერთ პროგრამაზე.
4 - რეიტინგულ სიაში, აპლიკანტის ადგილს იკავებს რეიტინგული სიის მიხედვით შემდეგი აპლიკანტი:
ა) კოლეჯის მიერ აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის შემთხვევაში;
ბ) აპლიკანტის მიერ ჩარიცხვაზე უარის თქმის შემთხვევაში;
გ) აპლიკანტის სხვა პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში.
5 - პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობის ფარგლებში მიღწეული განათლების დონის მიხედვით გამოყოფილი ადგილების შეუვსებლობის შემთხვევაში, ეს ადგილები გამოიყენება მეორე რეიტინგულ სიაში მყოფ აპლიკანტთა ჩარიცხვისთვის.
✍ დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსება (ე.წ. „მეორადი მიღება“)
1 - შესავსები ადგილების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, კოლეჯი იყენებს ჩარიცხვის დასრულების შემდეგ პროგრამაზე მისაღები ადგილებიდან დარჩენილ თავისუფალ ადგილებს. 2 - მართვის სისტემა უზრუნველყოფს დარჩენილი თავისუფალი ადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას იმ აპლიკანტებისათვის, რომლებმაც ვერ მოიპოვეს პროფესიული სტუდენტის სტატუსი. 3 - აპლიკანტი, რომელიც ვერ ჩაირიცხა მის მიერ არჩეულ პროგრამაზე, უფლებამოსილია განსაზღვრულ ვადაში აირჩიოს არაუმეტეს 3 პროგრამა - 30.10.2023წ. – 01.11.2023წ. 4 - „მეორადი მიღების“ ფარგლებში (გარდა იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა, რომლებზეც შერჩევა ხორციელდება სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების გზით) იმ პირებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობას, რეგისტრაციის ვადა - 30.10.2023წ. – 01.11.2023წ. 5 - უმაღლეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის უფლება აქვს იმ აპლიკანტს, რომელსაც 2023 წელს ჩაბარებული აქვს შესაბამისი პროგრამისთვის დადგენილი ტესტი (რაოდენობრივი წიგნიერება). 6 - „მეორად მიღებებზე“ აპლიკანტთა შერჩევის პერიოდი - 02-06.11.2023წ. 7 - „მეორად მიღებებზე“ აპლიკანტის მიერ, რეგისტრაციისას რამდენიმე პროგრამის არჩევის შემთხვევაში, რეგისტრაციისას მითითებული იმ პროგრამებიდან ერთ-ერთის, რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება, არჩევის ვადა - 09-10.11.2023წ. 8 - „მეორად მიღებებზე“ აპლიკანტთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა - 11-14.11.2023წ.
2023 წელს ჩარიცხულთათვის სწავლის დაწყების თარიღია 2023 წლის 15 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ან მობრძანდით მისამართზე: ქ.თბილისი, ილია ვეკუას ქ. N44, გლდანი, მე-5 და მე-6 მ/რაიონებს შორის, ტელ: 2140314, 2140315
თარიღი: