2023 წლის მეორე ეტაპის მიღებებზე სასურველი პროგრამის შერჩევა
(2023 წლის 9 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით)
თუ დარეგისტრირდით მეორე ეტაპის მიღებაზე და გაირეთ მოტივაციური გასაუბრება კოლეჯში, სარეგიტრაციო სისტემაში vet.emis.ge -ზე აპლიკანტის პირად პროფაილში შეგიძლიათ მიუთითოთ კონკრეტული პროგრამა და იხილოთ რეიტინგული სიაში თქვენი ადგილი.
აპლიკანტებს სარეგისტრაციო სისტემაში (vet.emis.ge) ავტორიზაციის შემდგომ აქვთ წვდომა შედეგებზე, სადაც მოცემულია მათ მიერ არჩეული პროგრამა/პროგრამები, რეიტინგული ქულა, ადგილი რეიტინგულ სიაში და ა.შ.
ყველა აპლიკანტი, ვინც მოხვდა მეორე ეტაპის მიღებაზე რეიტინგულ სიაში, აუცილებელია გააკეთოს საბოლოო არჩევანი, 2023 წლის 9 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.
• საბოლოო არჩევანის გაკეთება არაა სავალდებულო იმ
აპლიკანტებისთვის, ვისაც მხოლოდ ერთი პროგრამა აქვს არჩეული, ან
მხოლოდ ერთ პროგრამაზე აქვთ შედეგი.
• არჩევანის გაკეთება სავალდებულოა იმ აპლიკანტებისთვის, ვისაც
ერთზე მეტი პროგრამა აქვს არჩეული.
1) „მეორე ეტაპის მიღებაზე“, თუ აპლიკანტს რეგისტრაციისას რამდენიმე პროგრამა აქვს არჩეული, აპლიკანტთა შერჩევის, რეიტინგული სიების ფორმირების, შედეგების ასახვის დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით, ინფორმაციის აპლიკანტისთვის ხელმისაწვდომობის შემდეგ, სარეგისტრაციო სისტემაში ირჩევს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული იმ პროგრამებიდან ერთ- ერთს, რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება. არჩევის ვადა - 09.11-10.11.2023წ.
2) „მეორე ეტაპის მიღებაზე“ არჩეულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის აპლიკანტი კოლეჯის მიერ განსაზღვრულ დოკუმენტებს კოლეჯში წარადგენს დადგენილ ვადაში - 13.11.2023წ-დან 14.11.2023წ-ს 16:00 საათის
2023 წელს ჩარიცხულთათვის სწავლის დაწყების თარიღია 2023 წლის 15 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ან მობრძანდით მისამართზე:
ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქ. N44, გლდანი, მე-5 და მე-6 მ/რაიონებს შორის
ტელ: 2140314, 2140315
თარიღი: