სსიპ - კოლეჯი ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი″

კოლეჯის სიახლეები

2026 წლის საგაზაფხულო მიღებაზე ჩასარიცხად დოკუმენტების წარდგენის ვადა გახანგრძლივდა

2026 წლის საგაზაფხულო მიღებაზე ჩასარიცხად დოკუმენტების წარდგენის ვადა გახანგრძლივდა

სარეგისტრაციო სისტემაში vet.ge-ზე აპლიკანტის პირად პროფილში შეგიძლიათ მიუთითოთ კონკრეტული პროგრამა და იხილოთ რეიტინგულ სიაში თქვენი ადგილი.აპლიკანტი, რომელიც რეიტინგულ სიაში მოხვდა, პირდაპირ მოდის კოლეჯში საბუთების წარმოსადგენად და ხელშეკრულების გასაფორმებლად.2026 წლის საგაზაფხულო მიღებაპროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად აპლიკანტების მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა 2026 წლის 1 ივლისიდან 2026 წლის 14 ივლისის ჩათვლით09:30 საათიდან 18:30 საათამდეგთხოვთ, არ გადააცილოთ დადგენილ ვადას!წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.მიღებაზე ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა და ვადებიიხილეთ ქვემოთ თანდართულ PDF-ფაილში.

საერთაშორისო თანამშრომლობა ჩინეთის ნანჩონ(გ)ის პროფესიულ და ტექნიკურ კოლეჯთან

საერთაშორისო თანამშრომლობა ჩინეთის ნანჩონ(გ)ის პროფესიულ და ტექნიკურ კოლეჯთან

სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა“, ჩინეთის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის საქართველოში, ნინო გელანტიას ინიციატივით, დამყარდა თანამშრომლობა ჩინეთის ნანჩონ(გ)ის პროფესიულ და ტექნიკურ კოლეჯთან, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და წამყვანი სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა და საერთაშორისო სტუდენტებს თანამედროვე, ხარისხიან და პრაქტიკაზე ორიენტირებულ პროფესიულ განათლებას სთავაზობს.თანამშრომლობის ფარგლებში, 2 ივლისს, კოლეჯში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა ორგანიზაცია GYRSA-ს დამფუძნებელი და ჩინეთის სასწავლო პროგრამების კოორდინატორი საქართველოში, ნინო გელანტია.შეხვედრაზე დამსწრეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ჩინეთში პროფესიული განათლების შესაძლებლობების, ნანჩონ(გ)ის პროფესიული და ტექნიკური კოლეჯის, სასწავლო პროგრამების, თანამედროვე ინფრასტრუქტურის, საერთაშორისო სტუდენტებისთვის შექმნილი გარემოსა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართაგანსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი კოლეჯის ორმა პროფესიულმა სტუდენტმა წარმატებით გაიარა შერჩევის ყველა ეტაპი და მიმდინარე წლის სექტემბერში გაემგზავრება ჩინეთში, სადაც სწავლას ნანჩონ(გ)ის პროფესიულ და ტექნიკურ კოლეჯში გააგრძელებსასევე, გამოცხადებულია 2027 წლის მიღებისთვის წინასწარი რეგისტრაცია, რაც დაინტერესებულ ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ აძლევს შესაძლებლობას, გახდნენ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები.საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროფესიული განათლების განვითარებასა და სტუდენტებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნაში.

2026 წლის საგაზაფხულო მიღებაზე ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა და ვადები

2026 წლის საგაზაფხულო მიღებაზე ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა და ვადები

2026 წლის საგაზაფხულო მიღებაჩარიცხვის პროცესი დაიწყოაპლიკანტებმა, რომლებიც vet.ge-ს პირად პროფილში რეიტინგული სიის მიხედვით მოხვდნენ, კოლეჯში უნდა წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია ხელშეკრულების გასაფორმებლად.დოკუმენტების მიღების პერიოდი:2026 წლის 1 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლითსამუშაო დღეები:09:30-დან 18:30 საათამდეგთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.მიღებაზე ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა და ვადები, იხილეთ ქვემოთ თანდართულ PDF-ფაილში.

2026 წლის გაზაფხულის მიღებაზე სასურველი პროგრამის შერჩევა (2026 წლის 26 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით)

2026 წლის გაზაფხულის მიღებაზე სასურველი პროგრამის შერჩევა (2026 წლის 26 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აპლიკანტებისთვისთუ დარეგისტრირდით 2026 წლის გაზაფხულის მიღებაზე და გაირეთ მოტივაციური გასაუბრება კოლეჯში, სარეგისტრაციო სისტემაში vet.ge-ზე აპლიკანტის პირად პროფაილში შეგიძლიათ მიუთითოთ კონკრეტული პროგრამა და იხილოთ რეიტინგულ სიაში თქვენი ადგილი. აპლიკანტებს სარეგისტრაციო სისტემაში (vet.ge) ავტორიზაციის შემდგომ აქვთ წვდომა შედეგებზე, სადაც მოცემულია მათ მიერ არჩეული პროგრამა/პროგრამები, რეიტინგული ქულა, ადგილი რეიტინგულ სიაში და ა.შ.ყველა აპლიკანტი, ვინც მოხვდა რეიტინგულ სიაში, აუცილებელია გააკეთოს საბოლოო არჩევანი 2026 წლის 26 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლითპროგრამის შერჩევის მეთოდები და ვადები, იხილეთ ქვემოთ თანდართულ PDF-ფაილში.

ინფორმაცია გასაუბრების შესახებ

ინფორმაცია გასაუბრების შესახებ

პროფესიული მომზადების პროგრამა„ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარების, ფანჯრების, მზის დამცავი სისტემების მონტაჟი“მოგესალმებით,მადლობა, რომ მონაწილეობთ სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ მიერ პროფესიული მომზადების პროგრამის, „ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარების, ფანჯრების, მზის დამცავი სისტემების მონტაჟი“, ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც ხორციელდება ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით. პროგრამაზე დაშვების წინაპირობები და წარმოსადგენი დოკუმეტების ჩამონათვალი, იხილეთ ქვემოთ თანდართულ PDF-ფაილში.

აპლიკანტთა საყურადღებოდ!

აპლიკანტთა საყურადღებოდ!

მადლობთ, რომ დარეგისტრირდით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“გაცნობებთ, სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული მოტივაციური გასაუბრების თარიღის შესახებ ინფორმაცია ასახულია პორტალზე: vet.geიმისთვის, რომ იხილოთ თქვენი საგამოცდო თარიღი, უნდა ეწვიოთ აღნიშნულ საიტს vet.ge და გაიაროთ ავტორიზაცია პირადი ნომრისა და პაროლის მითითებით. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, თქვენს პროფაილზე ატვირთული იქნება საგამოცდო ბარათი კოლეჯის მიერ ორგანიზებული მოტივაციური გასაუბრების კონკრეტული თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზაციისას შეგექმნათ დაბრკოლება, მაგალითად ვერ იხსენებთ პაროლს, დახმარებისთვის დარეკეთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 2-200-220.პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის წესიდამატებით გაცნობებთ, რომ შერჩევებთან დაკავშირებით თქვენს პროფაილზე ინფორმაციის ასახვა ხდება ეტაპობრივად, ყველა აპლიკანტის ანგარიშზე იქნება ასახული კოლეჯის მიერ ორგანიზებული მოტივაციური გასაუბრების შესახებ ინფორმაცია.კოლეჯის მიერ ორგანიზებული მოტივაციური გასაუბრების დაწყებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცია.პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და მოტივაციური გასაუბრების თარიღები იხილეთ ქვემოთ თანდართულ PDF-ფაილში.გისურვებთ წარმატებებს!

College Dog
ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქუჩა, №44