სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

„სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა" დააჯილდოვა სსიპ - კოლეჯი "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი"

News Poster

7 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2024 წლის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მესამე დღე დაეთმო პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს და სისტემის განვითარების ტენდენციებს. აქვე, განიხილეს 2023 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2024 წლისთვის დაგეგმილი აქტივობები და პროფესიული განათლების რეფორმის სიახლეები.

კონფერენციაზე გაზიარებული იქნა ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება პროფესიული განათლების საკითხებთან დაკავშირებით. საუკეთესო გამოცდილების ანალიზის შედეგად, სსიპ - კოლეჯ “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრს“ გადაეცა ჯილდო, ნომინაციაში “კარგი პრაქტიკის დანერგვის გზით პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობისათვის“ გამარჯვებისთვის.

სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ მადლობას უხდის „სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“
ურთიერთთანამშრომლობით გაწეული საქმიანობის დადებითად შეფასებისთვის.

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები