სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

2024 წელს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად აპლიკანტების მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ვადები გახანგრძლივდა.

News Poster

2024 წლის 1-ლი ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით (09:30 საათიდან 15:00 საათამდე).

გთხოვთ, არ გადააცილოთ დადგენილ ვადას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

აპლიკანტმა კოლეჯში უნდა წარმოადგინოს:
1. აპლიკანტის, შეზღუდულ ქმედუნარიანი/მხარდაჭერის მიმღები აპლიკანტის შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
2. აპლიკანტის, შეზღუდულ ქმედუნარიანი/მხარდაჭერის მიმღები აპლიკანტის შემთხვევაში, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
4. 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე;
5. საბაზო საფეხურის/სრული ზოგადი/უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მასთან გათანაბრებული დოკუმენტი (ცნობა საბაზო/სრული ზოგადი საფეხურის დაძლევის/პროფესიული კვალიფიკიციის ან აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ) ან განათლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საბაზო ზოგადი განათლების/სრული ზოგადი განათლების მიღების საფუძველზე გადაეცა.
6. უცხოეთში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
7. 1.5. და 1.6. პუნქტებში მითითებული დოკუმენტების არქონის ან არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტი ვალდებულია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან 3 თვის ვადაში წარმოადგინოს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მასთან გათანაბრებული დოკუმენტი ან განათლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საბაზო ზოგადი განათლების/სრული ზოგადი განათლების მიღების საფუძველზე გადაეცა. მითითებულ ვადაში აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობის ან არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს შეუწყდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი;
8. კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
10. 17 წელს მიღწეული პირის (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ან მობრძანდით მისამართზე:
ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქ. N44, გლდანი, მე-5 და მე-6 მ/რაიონებს შორის
ტელ: 2140314, 2140315

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები