პროფესიული მომზადების პროგრამაზე- „ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარების, ფანჯრების, მზის დამცავი სისტემების მონტაჟი" ჩასარიცხად აპლიკანტების მიერ დოკუმენტაციის წარდგენის ვადა
იმ აპლიკანტთა საყურადღებოდ, რომელთაც მოიპოვეს პროფესიული მომზადების პროგრამაზე- „ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარების, ფანჯრების, მზის დამცავი სისტემების მონტაჟი" , ჩარიცხვის უფლება!
მსმენელის სტატუსის მოპოვებისათვის საჭიროა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა კოლეჯში 01 ნოემბრის 15:00 საათამდე:
1. აპლიკანტის, შეზღუდულ ქმედუნარიანი/ მხარდაჭერის მიმღები აპლიკანტის
შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება, რომელიც
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით
დადგენილ მოთხოვნებს;
2. აპლიკანტის, შეზღუდულ ქმედუნარიანი/ მხარდაჭერის მიმღები აპლიკანტის
შემთხვევაში, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტის ასლი;
3. არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
4. 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე;
5. სრული ზოგადი/უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის
დედანი ან/და ასლი, ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის დედანი ან/და
ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა სრული ზოგადი განათლების დაძლევის
გარეშე, თუ სრული ზოგადი განათლება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე
დაშვების წინაპირობას წარმოადგენს;
6. უცხოეთში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მიღებული
განათლების აღიარების დოკუმენტი;
7. მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებული დოკუმენტების არქონის ან არასრულყოფილად
წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი ორგანოს
მიერ გაცემული დოკუმენტი (მაგ. სამახსოვრო ბარათი, განცხადების რეგისტრაციის
ფურცელი და ა.შ.), მოთხოვნის წარდგენიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში.
მითითებულ ვადაში აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობის ან არასრულყოფილად
წარმოდგენის შემთხვევაში მსმენელს შეუწყდება სტატუსი;
8. კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის
არსებობის შემთხვევაში);
9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტის ასლი
(ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.
აღნიშნული დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან არასრულყოფილად წარდგენა გახდება აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.
აღნიშნულ პროგრამაზე სწავლა 2024 წლის 04 ნოემბერს დაიწყება
თარიღი: