სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

„სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშეწყობა სტუდენტებისთვის“

News Poster „სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშეწყობა სტუდენტებისთვის“

პროექტი ხორციელდება "ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის” - ICDC (Institutional and Capacity Development Center) მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის USAID Economic Security Program (DAI) მხარდაჭერით და დაფინანსებით.

პროექტის მიზანს წარმოადგენს ერთის მხრივ ახალგაზრდების სამუშაოსთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა სტაჟირების გზით, მეორეს მხრივ კი სხვადასხვა სექტორების კვალიფიციური ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა, ახალგაზრდებსა და დამსაქმებლებს შორის საქმიანი ურთიერთობების (ქსელის) განვითარების განვითარება.

სტაჟირების ხანგრძლივობა - 3 თვე

სტაჟიორების ანაზღაურების თანადაფინანსება:

- 300 ლარი თვეში (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის ჩათვლით) გამოიყოფა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის USAID Economic Security Program(DAI) ფინანსური მხარდაჭერით თითოეული სტაჟიორისთვის, რაც ნიშნავს 1სტაჟიორის 3 თვიანი სტაჟირების პერიოდის გავლის განმავლობაში 900 ლარით დაფინანსებას. აღნიშნული თანხის ანაზღაურებას სტაჟიორისთვის უზრუნველყოფს „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი“ - ICDC

- 130 ლარი თვეში (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის ჩათვლით), რომელიც დაფინანსდება სტაჟიორების მიმღები კომპანიებისგან, რაც ნიშნავს 1 სტაჟიორის - 3 თვიანი სტაჟირების პერიოდის გავლის განმავლობაში 390 ლარით თანადაფინანსებას. პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულ სტუდენტებს ვთხოვთ, რომ შეავსონ ქვემოთ მოცემული კითხვარი.

- შერჩევის პირველი ეტაპი: მიღებული განაცხადების გადარჩევა, სტაჟირების მიმღები ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისობის კუთხით.

- შერჩევის მეორე ეტაპი: პირველი ეტაპზე შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას პროექტის ორგანიზატორებთან და სტაჟიორების მიმღებ კომპანიების წარმომადგენლებთან.

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ სტაჟირების პროცესს წინ უძღვის დამსაქმებლის მიერ შერჩევის პროცესი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან/და ტექნიკური დეტალებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მითითებულ საკონტაქტო პირს.

სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სარეგისტრაციო ფორმა https://docs.google.com/forms/d/1cNyCaLfyjZX7sUO64RmdH4r7KAqHBXmYtKG17ofXx0I/viewform?edit_requested=true

ინფორმაციის ჩამოტვირთვა

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები