„მე ვირჩევ თანასწორობას“ - თანასწორობის რეპორტიორი
პროფესიული სტუდენტების საყურადღებოდ, გაცნობებთ, რომ საქართველოს ადმინისტრაცია და ადამიანის უფლებათა საბჭო, წელს კიდევ ერთხელ უერთდება თანასწორობის კვირეულს, რომელიც ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ეგიდით კამპანი „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში გაიმართება. კამპანიის მიზანია თანასწორობის და ადამიანისუფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და თანასწორობაზე დაფუძნებული მრავალფეროვანი გარემოს შექმნა.
კამპანიის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, დაინტერესებულ პირებს მონაწილეობისათვის იწვევს ერთობლივ კონკურსში „თანასწორობის რეპორტიორი“.
.კონკურსის მიზანია პოზიტიური მაგალითებით იმის ჩვენება, რომ სტერეოტიპების დამსხვრევა და თანასწორ გარემოში ცხოვრება შესაძლებელია.
კონკურსის ფარგლებში, 2020 წლის 1 ნოემბრამდე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისტორიების (ვიდეოს, ფოტოს ან ესეს სახით) გაზიარება და იმ ადამიანების შესახებ ინფორმაციის წარდგენა, რომელთაც თანასწორობის ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრებაში შეაქვთ წვლილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე:
antidiscrimination.georgia@coe.int სათაურით: თანასწორობის რეპორტიორი.
კონკურსის გამარჯვებულები თანასწორობის კვირეულის ფარგლებში დაჯილდოვდებიან.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
ასევე, დამატებით, გიზიარებთ, ვიდეობის ბმულებს, ინსტრუქციებით, რომელიც დაგეხმარებათ დაინტერესებულ პირებს საკონკურსო ნამუშევრების მომზადებაში.
თარიღი: