პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „ისწავლე და დასაქმდი“ რეგისტრაცია იწყება
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში, სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების კურსები ხორციელდება.
დაინტერესებული მოქალაქეებისთვის ცხადდება ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც 17 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით იწარმოებს. სწავლა მიმდინარე წლის პირველ მარტს დაიწყება.
პროგრამაში ჩართვის აუცილებელი მოთხოვნებია:
ასაკი მინიმუმ 18 წელი;
ქ. თბილისში რეგისტრაცია;
საბაზო განათლება;
რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საინფორმაციო პორტალს - www.dasakmdi.ge.
საკონტაქტო პირი: + 995 577 303 352
თარიღი: