სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

8 ივლისს თბილისში გლდანის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართება

News Poster სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ქ.თბილისის საკრებულოსა და გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, 8 ივლისს, თბილისში, გლდანის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია გახსნის. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი მიმართავენ.

ფორუმი სამ საათს გაგრძელდება და გლდანის პროფესიულ კოლეჯში, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე გაიმართება. ადგილზე 25 მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნეს კომპანია შრომის ბაზარზე აქტიურ 500-მდე ვაკანსიას წარმოადგენს. სამუშაო ადგილები მომსახურების, სავაჭრო, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, სადაზღვევო და ჯანდაცვის სფეროებიდან იქნება. ღონისძიებაზე სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით. დასაქმების მსურველებს მათთვის სასურველი სამსახურის მოძიების საშუალება ექნებათ, კომპანიები კი სასურველი ადამიანური რესურსის შერჩევას შეძლებენ. დასაქმების ფორუმი პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვით ჩატარდება.

ფორუმი გლდანის რაიონში მცხოვრები სამუშაოს მაძიებელი მოქალაქეებისთვის დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მის: ქ.თბილისი; გლდანის მე-5 მკრ. რ-ნი; ი. ვეკუას ქუჩა N44 (გლდანის პროფესიული კოლეჯი)

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები