სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

ვაქცინაციის შესახებ!

News Poster

მოგეხსენებათ, კორონავირუსის აგრესიული ზემოქმედება დღითიდღე იზრდება და მის უკუსაქცევად და დასამარცხებლად ერთადერთი გზა იმუნიზაცია გახლავთ.

განსაკუთრებით მძიმეა ის შედეგი, რაც გადაადგილებისა და დისტანციის შეზღუდვებმა შეიძლება მოუტანოს პროფესიულ განათლებას, მისი დისტანციურ რეჟიმში განხორციელების სირთულის გათვალისწინებით. თუმცა, ამავდროულად, იმისათვის, რომ სტუდენტებს უსაფრთხო გარემო შევთავაზოთ, ჩვენ, პროფესიული განათლების სფეროს თანამშრომლებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, პრაქტიკული სწავლების ჩატარებისას სოციალური დისტანციის დაცვის სირთულის გამო, რაც თავის მხრივ მეტ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს!

იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების, მუშაობის ჩვეულ რიტმს, და არ შეფერხდეს ახალი სასწავლო წლის დაწყება, უმნიშვნელოვანესია თითოეული ჩვენგანი ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოგიწოდებთ, მიიღოთ გადაწყვეტილება და აიცრათ, რითიც დაიცავთ პირველ რიგში საკუთარ თავს, და რაც მთავარია სტუდენტებს, ასევე თქვენს კოლეგებსა და ოჯახის წევრებს.

მათ, ვისაც სურვილი აქვთ ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და პედაგოგების აცრის პროცესის უსაფრთხოდ და ურიგოდ ორგანიზებას, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში.

შესაძლებლობა გაქვთ, არჩევანი გააკეთოთ

ფაიზერის, ასტრაზენეკას, სინოვაკისა და სინოფარმის

ვაქცინებს შორის.

სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია თანდართულ ფაილში, მიაწოდოთ თქვენ დაწესებულებას, რომელიც შეკრებს ინფორმაციას და მოგვაწვდის, შემდგომი ადმინისტრირებისთვის.

გთხოვთ შევსებული ფორმა მოგვაწოდოთ

2021 წლის 16 აგვისტოს, ორშაბათს, 6 საათამდე.

გადმოწერეთ შესავსები ფორმა

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები