სსიპ - კოლეჯი

,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი''

  • college_slider_01
  • college_slider_02
  • college_slider_03
  • college_slider_04
  • college_slider_05
  • college_slider_06
  • college_slider_07
  • college_slider_08
  • college_slider_09
  • college_slider_10
  • college_slider_11
  • college_slider_12
  • college_slider_13
  • college_slider_14

სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ აცხადებს რეგისტრაციას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „სასაწყობე სატვირთველის უსაფრთხო ექსპლუატაცია“

News Poster

პროგრამის მიზანია მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრი, რომელიც შეძლებს სასაწყობე სატვირთველზე მუშაობის თავისებურებათა დახასიათებას; სასაწყობე სატვითელის უსაფრთხო ექსპლუატაციის ნორმების აღწერას; სასაწყობე სატვირთველზე მუშაობისთვის მოსამზადებელი ოპერაციების შესრულებას და სატვირთო/ განტვირთვის სამუშაოების შესრულებას უსაფრთხოების წესების დაცვით.

რეგისტრაციის ვადები: 2022 წლის 30 მარტიდან 2022 წლის 11 აპრილის ჩათვლით.
https://vet.emis.ge/#/

პროგრამაზე დაშვების წინაპირობებია:
  • • საბაზო განათლება;
  • • ასაკი: 18 წელი;
  • • არანაკლებ 6 თვიანი პრაქტიკული გამოცდილება სასაწყობე სატვირთულების ოპერირებაში;
  • • გასაუბრება.

გასაუბრება: 14.04.2022/15.04.2022

კოლეჯში მისაღებად საჭირო დოკუმენტები:

1. აპლიკანტის, შეზღუდულ ქმედუნარიანი/ მხარდაჭერის მიმღები აპლიკანტის შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
2. აპლიკანტის, შეზღუდულ ქმედუნარიანი/ მხარდაჭერის მიმღები აპლიკანტის შემთხვევაში, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
4. 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე;
5. სრული ზოგადი/უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი, ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის დედანი ან/და ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა სრული ზოგადი განათლების დაძლევის გარეშე, თუ სრული ზოგადი განათლება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს;
6. უცხოეთში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
7. მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებული დოკუმენტების არქონის ან არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (მაგ. სამახსოვრო ბარათი, განცხადების რეგისტრაციის ფურცელი და ა.შ.), მოთხოვნის წარდგენიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში. მითითებულ ვადაში აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობის ან არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში მსმენელს შეუწყდება სტატუსი;
8. კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.

აღნიშნული დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან არასრულყოფილად წარდგენა გახდება აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.

სასწავლო პროცესი განხორციელდება, როგორც კოლეჯის კეთილმოწყობილ აუდიტორიებში,
ასევე რეალურ გარემოში - კომპანია „ნოვაში“.
სწავლის ხანგრძლივობა 4 კვირა- 40 საათი, კვირაში - 10 საათი;

პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

თარიღი:

FaceBook

საკანონმდებლო აქტები

❖ ნორმატიული

❖ შიდა აქტები

❖ შეფასება სსსმ პირთათვის

❖ შეფასება ★

★ ცხრილები

★ რეგულაციები