სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ აცხადებს განმეორებით რეგისტრაციას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „სასაწყობე სატვირთველის უსაფრთხო ექსპლუატაცია“
პროგრამის მიზანია მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრი, რომელიც შეძლებს სასაწყობე სატვირთველზე მუშაობის თავისებურებათა დახასიათებას; სასაწყობე სატვირთველის უსაფრთხო ექსპლუატაციის ნორმების აღწერას; სასაწყობე სატვირთველზე მუშაობისთვის მოსამზადებელი ოპერაციების შესრულებას და სატვირთო/ განტვირთვის სამუშაოების შესრულებას უსაფრთხოების წესების დაცვით.
რეგისტრაციის ვადები: გახანგრძლივდა 2022 წლის 26 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით.
https://vet.emis.ge/#/
პროგრამაზე დაშვების წინაპირობებია:
- • საბაზო განათლება;
- • ასაკი: 18 წელი;
- • არანაკლებ 6 თვიანი პრაქტიკული გამოცდილება სასაწყობე სატვირთულების ოპერირებაში;
- • გასაუბრება;
გასაუბრება: 13.05.2022წ.
სწავლის დასაწყისი: 18.05.2022წ.
კოლეჯში მისაღებად საჭირო დოკუმენტები:
1.1. აპლიკანტის/მხარდაჭერის მიმღები აპლიკანტის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
1.2. აპლიკანტის, მხარდაჭერის მიმღები აპლიკანტის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
1.3. 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე;
1.4. საბაზო/სრული ზოგადი/უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი, ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის დედანი ან/და ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა საბაზო ზოგადი განათლების დაძლევის გარეშე.
1.5. უცხოეთში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
1.6. წინამდებარე ბრძანების 1.4. და 1.5. ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების არქონის ან არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის სამახსოვრო ბარათი/განცხადების რეგისტრაციის ფურცელი მოთხოვნის წარდგენიდან 2 (ორი) დღის განმავლობაში. მითითებულ ვადაში აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არასრულყოფილად წარმოდგენა გახდება აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი;
1.7. კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
1.8. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.
აღნიშნული დოკუმენტების დადგენილ ვადაში (17.05.2022წ,; არაუგვიანეს 17:30 წუთი) წარუდგენლობა ან არასრულყოფილად წარდგენა გახდება აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.
სასწავლო პროცესი განხორციელდება, როგორც კოლეჯის კეთილმოწყობილ აუდიტორიებში, ასევე
რეალურ გარემოში - კომპანია „ნოვაში“.
სწავლის ხანგრძლივობა 4 კვირა- 40 საათი, კვირაში - 10 საათი;
პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
თარიღი: