პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!
სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ 2025 წლის 28 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით აცხადებს რეგისტაციას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
✅ ბუღალტრული აღრიცხვა;
✅ ინფორმაციის ტექნოლოგია;
✅ front-end დეველოპმენტი (ინტეგრირებული);
✅ საფინანსო სერვისები;
✅ აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოს შესრულება;
✅ მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება;
✅ მსუბუქი ავტომობილის ძრავას შეკეთება;
✅ მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება;
✅ ინდუსტრიული დიზაინის შესრულება.
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
2025 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო ცვლები და შერჩევის მეთოდები
შენიშვნა: სასწავლო პროცესის დაწყება-დასრულების დრო შესაძლოა შეიცვალოს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ კოლეჯის ადმინისტრაციას.
სწავლება წარიმართება სალექციო განრიგის (ცხრილის) მიხედვით, რომელიც შედგენილია საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად. სწავლის დაწყებამდე სალექციო ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ კოლეჯში, ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას.
არაქართულ ენაზე შერჩევის შემთხვევაში ამ პირთათვის საბაზო დონის პროგრამაზე სწავლება დაიწყება ქართული ენის მოდულით „ქართული ენა A2“, ხოლო საშუალო და უმაღლესი დონის პროგრამაზე - „ქართული ენა A2“ და „ქართული ენა B1“.
ინფორმაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებისა და
სწავლების შესახებ შეიძლება მიიღოთ ვებ-მისამართზე profgldani.ge
კოლეჯში ასევე მიმდინარეობს ონლაინ კონსულტაცია
დამატებითი შეკითხვებისათვის მოგვწერეთ ან დარეკეთ კოლეჯის ცხელ ხაზზე:
მის: ქ. თბილისი, გლდანი, ილია ვეკუას ქ. N44, მე-5 და მე-6 მ/რაიონებს შორის
2-140314, 2-140315
თარიღი: