სტუმრად კოლეჯში

მოგესალმებათ პროექტი

„სტუმრად კოლეჯში“

სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ აგრძელებს ე.წ. „ღია კარის დღეების“ პრაქტიკას, რაც ნიშნავს, რომ დაწესებულება გახსნილია საჯარო და კერძო სკოლებისთვის, იგულისხმება როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე ფართო სასკოლო საზოგადოება (სკოლის მენეჯმენტი, მასწავლებლები, მშობლები).

„სტუმრად კოლეჯში“ - ისარგებლეთ ჩვენი შემეცნებითი და პროფორიენტაციული ხასიათის პროგრამით, რომლის მიზანია, ერთი მხრივ, პროფესიული განათლებისა და კოლეჯის გაცნობა, ხოლო მეორე მხრივ მოსწავლეებისათვის სხვადასხვა პროფესიაში საკუთარი ძალების შესაძლებლობების შეთავაზება.

„სტუმრად კოლეჯში“ - პროგრამის მხარდამჭერი ელექტრონული პლატფორმის საშუალებით, წლის ნებისმიერ დროს დაინტერესებულ სკოლას შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ჩვენს პროგრამებს და ელექტრონულად გამოთქვას სურვილი (დარეგისტრირდეს) კოლეჯში ვიზიტზე.

კოლეჯი მზად არის მიიღოს ყველა მსურველი.

რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად, ასევე კოლეჯში ადგილზე.

შეავსეთ განაცხადი