სსიპ - კოლეჯი ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი″

კოლეჯის სიახლეები

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!

სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“2026 წლის 21 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლითაცხადებს რეგისტრაციას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:✅ ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა;✅ Front-end დეველოპმენტი;✅ საფინანსო სერვისები;✅ მოდის ტექნოლოგია და დიზაინი;✅ მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება;✅ მსუბუქი ავტომობილების შიგაწვის ძრავას შეკეთება;✅ მსუბუქი ავტომობილების სავალი ნაწილის შეკეთება;✅ ადმინისტრაციული სერვისები.რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე vet.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქციები: vet.ge/article/73სასწავლო ცვლები და შერჩევის მეთოდები იხილეთ ქვემოთ თანდართულ PDF-ფაილშიშენიშვნა: სასწავლო პროცესის დაწყება-დასრულების დრო შესაძლოა შეიცვალოს. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ კოლეჯის ადმინისტრაციას.სწავლება წარიმართება სალექციო განრიგის (ცხრილის) მიხედვით, რომელიც შედგენილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად. სწავლის დაწყებამდე სალექციო ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ კოლეჯში, ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას.არაქართულ ენაზე შერჩევის შემთხვევაშიამ პირთათვის საბაზო დონის პროგრამაზე სწავლება დაიწყება ქართული ენის მოდულით „ქართული ენა A2“, ხოლო საშუალო დონის პროგრამაზე — „ქართული ენა A2“ + „ქართული ენა B1“.ინფორმაცია პროგრამებისა და სწავლების შესახებ: profgldani.geკოლეჯში ასევე მიმდინარეობს ონლაინ კონსულტაცია.მის: ქ. თბილისი, გლდანი, ილია ვეკუას ქ. №44, მე-5 და მე-6 მ/რაიონებს შორისცხელი ხაზი: 2-140314, 2-140315

ინფორმაცია ახალჩარიცხული სტუდენტებისათვის

ინფორმაცია ახალჩარიცხული სტუდენტებისათვის

2026 წლის გაზაფხულის მიღებაზესსიპ -კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:✅ ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა✅ საფინანსო სერვისები✅ გრაფიკული დიზაინიჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვისსწავლის დაწყების თარიღია2026 წლის 14 სექტემბერიიმ პროფესიული სტუდენტებისათვის, რომლებმაც სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს არაქართულ ენაზე ტესტირების გზით, სწავლა დაიწყება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი ქართული ენის მოდულით „ქართული ენა A2“სასწავლო კვირაში სწავლება წარიმართება სალექციო განრიგის (ცხრილის) მიხედვით. სალექციო ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ კოლეჯში, ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას. ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა და ვადებიიხილეთ ქვემოთ თანდართულ PDF-ფაილში.კოლეჯის ადმინისტრაცია

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

ცნობილია უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია!იმის გასაგებად, აბიტურიენტმა მოიპოვა თუ არა სწავლის უფლება შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ამისათვის უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge-ზე და შესაბამის ველში მიუთითოს პირადი ნომერი და პაროლი.დამატებითი ინფპრმაციისთვის გადადით ბმულზე

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეების საყურადღებოდ!

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეების საყურადღებოდ!

ვისაც არჩეული აქვს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები:პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისათვის 20 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება⤵🔹შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს, საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს და შესაბამისად შეადგინონ პროგრამების საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.🔹გასათვალისწინებელია, რომ აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიოთ მათთვის სასურველი რაოდენობით საგანმანათლებლო პროგრამები.🔷გამოსაცდელებმა პროგრამების არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციონ:🔹გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კონკრეტულ პროგრამაზე;🔹საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობას;🔹საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასურს;🔹ქალაქს, სადაც შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება.მარიამი · გურამიშვილის 23 ა · ღრმაღელის მეტროს თავზე · 598 270730

გამოცხადდა საზაფხულო არდადეგები

გამოცხადდა საზაფხულო არდადეგები

2026 წლის 3 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტებისათვის„საფინანსო სერვისების“ №303 სასწავლო ჯგუფის პროფესიული სტუდენტებისათვის საზაფხულო არდადეგები განისაზღვრა 2026 წლის 8 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე.ყველა სასწავლო პროგრამაზე სასწავლო პროცესი განახლდება 2026 წლის 1 სექტემბერს, სამშაბათს.საუკეთესო დასვენებას გისურვებთ!კოლეჯის ადმინისტრაცია

ტრენინგ-კურსი თემაზე ″უსაფრთხო ონლაინი განათლებაში″

ტრენინგ-კურსი თემაზე ″უსაფრთხო ონლაინი განათლებაში″

სსიპ - კოლეჯ ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის″, შპს კოლეჯ ″ბარაკონისა″ და პროგრამა ″უსაფრთხო ონლაინის″ თანამშრომლობით 2026 წლის აგვისტოს თვეში გაიმართება მოკლევადიანი ონლაინ ტრენინგ-კურსი თემაზე ″უსაფრთხო ონლაინი განათლებაში″. კურსი ჩატარდება ჰიბრიდული ფორმატით და მიცავს სამ აქტუალურ თემას: 1. ონლაინ ძალადობის პრევენცია და პირადი მონაცემების დაცვა;2. საერთაშორისო და საქართველოს ნორმატიული საფუძვლები;3. ციფრული უსაფრთხოების მართვა და პოლიტიკა კურსი განკუთვლინია კოლეჯის ადმინისტრაციის, პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და პროფესიული სტუდენტებისთვის. ტრენინგის სალექციო მასალები განთავსდება კოლეჯის ვებგვერდზე შესაბამისი ბმულის სახით. ტრენინგ-კურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა 2026 წლის 22 ივლისიდან 01 აგვისტოს ჩათვლით მითითებულ ბმულზე.

College Dog
ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქუჩა, №44